სამეცნიერო საბჭო

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის და ნარკოლოგიის სამეცნიერო ექსპერტთა საბჭო ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულია და შედგება ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური მიმართულების ჯგუფებისგან.

 

სამეცნიერო ექსპერტთა საბჭოს მიზანი:

  • "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" სამეცნიერო პოტენციალის რეალიზება;
  • ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დარგის განვითარების ხელშეწყობა.

 

სამეცნიერო ექსპერტთა საბჭოს ამოცანები და ფუნქციები:

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

  • დიაგნოსტიკის, მკურნალობა/რეაბილიტაციის, ზიანის შემცირებისა და პროფილაქტიკური საქმიანობის შეფასება არსებული ღონისძიებების ეფექტიანობისა და საჭიროებების განსაზღვრის მიზნით;
  • კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობა, განზოგადება და წინადადებების შემუშავება დარგის სრულყოფის მიზნით;
  • მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა.

 

სამეცნიერო ექსპერტთა საბჭოს  მოვალეობები:

  • ცენტრის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, ცენტრის კვლევების შედეგების წარმოჩენის და დარგის განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.

სტატიები ბლოგიდან