ბლოგი

ნინო ოკრიბელაშვილი - სეზონური აფექტური აშლილობა - ზამთრის "მოწყენილობა" 2019-11-13 12:12:08

მოსაზრება, რომ ბუნებრივი განათება გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ სფეროზე, დროის თვალსაზრისით, ალბათ, უკავშირდება ადამიანის პირველ შემეცნებას ემოციათა შესახებ. სამყაროში, სადაც მზე ერთ დროს ცენტრალური ღვთაება იყო და დღემდე რჩება ადამიანის ქცევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად, მხოლოდ ახლახანს მიექცა სათანადო ყურადღება გუნებ-განწყობაზე ბუნებრივი განათების ზემოქმედებას.

სოფო მოსია 2019-11-06 13:16:57

როცა თამაში ხდება პრობლემა...

ფსიქოლოგის ბლოგი ქცევითი ადიქციის - თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ

 

კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის გადარჩენაც ვერ შევძელით, რომლის გადარჩენის საკითხი არც უნდა დამდგარიყო...

ახლახან, მსოფლიომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე სუიციდის წინააღმდეგ დიდი კამპანიით აღნიშნა, ბოლო სტატისტიკით, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში, ყოველ 40 წამში 1 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, მათ შორის გარკვეული ნაწილი „ადიქციის“ მსხვერპლია.  ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სამოქალაქო ომებით და ფორმაციის ცვლილებით ტრავმირებული საზოგადოება, ღია და ძალიან ხელმისაწვდომი სათამაშო ბიზნესი, ახალგაზრდულ ასაკში დიდი ცდუნებაა, რომლის გაძლება და გადალახვა დამოუკიდებლად ყველას არ შეუძლია.

 

 

ხათუნა თოდაძე 2019-10-17 12:21:12

მარიხუანა მედიცინის თვალთახედვით

 

შეულამაზებელი ფაქტები

 

უკანასკნელ ხანს კანაფის მოხმარებაზე კონტროლი მთელ მსოფლიოში შერბილდა და მისი პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. კანაფის პროდუქტების მიმართ საზოგადოების ლოიალურობამაც მოიმატა.
ამ თემის შესახებ მრავალი არაერთგვაროვანი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ქვეყნდება. იმის გასაგებად, რაზე მეტყველებს სამეცნიერო მონაცემები, რა გავლენას ახდენს მარიხუანა ადამიანის ჯანმრთელობაზე ან მართლა შეუძლია თუ არა მისთვის სიკეთის მოტანა, ექიმი-ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ის ნარკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვიცე-რექტორი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე ხათუნა თოდაძე გვესაუბრა:

ნინო ოკრიბელაშვილი 2019-10-09 08:15:16

40 წამი მოქმედებისთვის...

სიკვდილი – სიცოცხლის გაგრძელებაა,  და რადგან იგი ბუნებრივად, ადამიანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაურკვეველ დროს მოდის, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ბუნების კანონზომიერებებს არღვევს.

ანტიკურ ეგვიპტეში თვითმკვლელობა აღიარებული იყო გაუსაძლისი ყოფითი პირობებისაგან ხსნის გზად, რომის იმპერიაში, ეს ფენომენი თავისუფალი ადამიანის ღირსების ფინალურ აქტად ითვლებოდა. იაპონელები უდიდესი პატივისცემით ეკიდებიან რიტუალურ ხარაკირს, ხოლო ინდოელი ქალების თვითშეწირვა – სატი, მარადიული ერთგულების სიმბოლოა. სუიციდი ეწინააღმდეგება როგორც იუდაიზმის, ბუდიზმის, ასევე ისლამის ბაზისურ პრინციპებს. ქრისტიანული ტრადიციებით, სიცოცხლე ღვთის წყალობაა, უფლის ნების დარღვევა კი – უდიდესი ცოდვა... სუიციდის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა კულტურიდან კულტურაში, ეპოქიდან ეპოქამდე. თითქმის ყველა კულტურაში კამათობენ სუიციდის ფილოსოფიურ არსზე უფრო მეტად, ვიდრე გამომწვევ მიზეზებზე.

 

ნინო ოკრიბელაშვილი 2019-09-09 11:30:36

სიყვარულის გაკვეთილები

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ნინო ოკრიბელაშვილი

ზღვისპირა ქალაქი... ჩამავალი მზის სხივები უხილავ ბადეში ახვევს პოლიტიკური ორომტრიალიდან სანაპირო ბულვარში განრიდებულ სრულიად უცნობ ადამიანებს და ჩემს მზერას აღარ ეპარება კუპიდონის ცელქობანი... რა არის ეს - უდავოდ რომანტიკული საკურორტო რომანი თუ ჭეშმარიტ გრძნობასთან ზიარება? ამას დრო განსჯის...

ყოველი ადამიანს უდგება ჟამი, როცა იწყებს ფიქრს, თუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში. Yყოველი მეორე აღმოაჩენს, რომ  სიყვარული!