„ცხელი“ თემა ზიანის მომტანი რომ არ გახდეს"

2020-01-23 10:46:05

ფსიქიატრის ლექცია მედიაში ფსიქიკური ჯანმრთელობის თემების გაშუქების შესახებ

 

ჟურნალისტებს არსებითი გავლენა აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე.  ყოველდღიურად ახალი ამბების რედაქციაში აქცენტი კეთდება „ცხელ“  ახალ  ამბებსა და კრიზისებზე,  და როდესაც ეს ამბები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს ეხება,  არასწორად გაჟღერებულ ფრაზასაც კი შეუძლია საზოგადოებას არასათანადო წარმოდგენა შეუქმნას იმ ადამიანებზე, რომელთაც  ფსიქიკური ავადმყოფობა აქვთ, რაც თავის მხრივ   დისკრიმინაციას იწვევს. შევეცდებით მოგაწოდოთ რეკომენდაციები ჟურნალისტური „ენისათვის“  , რომლითაც ნიუსრუმს შეუძლია წარმოადგინოს ფსიქიკური დაავადების უფრო ზუსტი სურათი .

 

ფსიქიკური ჯანმრთელობა  არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი მკაფიოდ გრძნობს საკუთარ ფიზიკურ და სულიერ კეთილდღეობას, ღირსებას და მნიშვნელობას; გააჩნია უნარი კონტროლი გაუწიოს საკუთარ აზრებს და მოქმედებებს; გადალახოს ყოფითი სიძნელეები და საკუთარ თავზე აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა; დაამყაროს, შეინარჩუნოს და განავითაროს ურთიერთობები ადამიანებთან.

 

ფსიქიკური დაავადება კი ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც  იცვლება პირის აზროვნება, გრძნობები და ქცევა და რომელიც იწვევს პირის  დისტრესს და ფუნქციონირების სირთულეებს.   მრავალი სხვა დაავადების მსგავსად, ფსიქიკური დაავადება მძიმე რიგ შემთხვევებში მწვავედ მიმდინარეობს, ზოგჯრე კი -  სულაც შეუჩნეველია. გავაცნობიეროთ, რომ ტერმინი "ფსიქიკური დაავადება" და "ფსიქიკური ჯანმრთელობის მოშლა" მოიცავს მდგომარეობათა ფართო სპექტრს პირობებში  და, თუ შესაძლებელია, სპეციფიკური  დიაგნოზი უნდა იქნეს გამოყენებული, ვიდრე ზოგადი ტერმინი.

 

ფსიქიკურ  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ამბის გაშუქებისას პირველ რიგში დასვით სამი კითხვა:

 

  1. აქვს თუ არა ფსიქიკურ დაავადებას რაიმე კავშირი ნიუსთან? თუ მნიშვნელოვნი კავშირი არ იკვეთება, საჭირო არ არის, რომ აღნიშნოთ.
  2. გაქვთ სანდო წყარო, რომ დაადასტუროთ ს ფსიქიკური ავადმყოფობის დიაგნოზი? არ დაეყრდნოთ შემთხვევით მოსმენილს. თუ ვინმეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არის აქტუალური, დარწმუნდით, რომ თქვენმა წყარომ დარწმუნებით იცის პირის დიაგნოზი.
  3. რა არის ყველაზე ზუსტი ფრაზეოლოგია? მოერიდეთ დამამცირებელი სიტყვების გამოყენებას და  ეცადეთ, მაქსიმალურად კონკრეტული იყოთ, როდესაც აღწერთ ადამიანს, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა აქვს, რათა თავიდან აიცილოთ სტერეოტიპები.

 

დროთა განმავლობაში, აქცენტმა „ცხელ“ ამბებზე და დრამატულ  მოვლენებზე, შეიძლება გამოიწვიოს  ფსიქიკურ დაავადებზე დამახინჯებული შეხედულებების ჩამოყალიბება.  ინფორმაციის  დაბალანსება შესაძლებელია. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ არსებობს კავშირი   ფსიქიკური დაავადებასა და ძალადობას შორის:

 

- ჩართეთ   ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტები, ვისაც შეუძლია თქვენი გადაცემის/სტატიის კონტექსტში მოგაწოდოთ ინფორმაცია  უახლესი კვლევების შესახებ, ასევე სასარგებლო განმარტებები;

 

სხვადასხვა სახის პროფესიონალები შეიძლება მუშაობდნენ იმ პირებთან,  რომლებიც აქვთ გამოწვევები ფსიქიკური სფეროს მხრივ. მათ შორისაა ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, სოციალური მუშაკები და სხვა. ნებისმიერ   ამ სპეციალისტს    შეუძლია კვალიფიცირებული    კომენტირება  კონკრეტული ინფორმაციის  გაშუქებისას,  თუმცა კანონმდებლობამ  შეიძლება შეზღუდოს პაციენტის შესახებ ინფორმაციის  გამჟღავნება.

 

რესურსები

 

როდესაც ეს შესაძლებელია, გამოქვეყნეთ ცხელი ხაზის, ან ადგილობრივი რესურს-ცენტრის ტელეფონის ნომრები ან საიტები  მათთვის, ვისაც სურს, რომ უფრო მეტი შეიტყოს ან  დახმარებისთვის  დროულად მიმართოს სპეციალისტს.  მაშინაც კი, როცა იწვევთ  ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტს და ასახელებთ დაწესებულებას, სადაც იგი მუშაობს, ამით უზრუნველყოფთ საჭირო კონტექსტს და ირიბად ვუთითებს ადგილს,  სადაც საჭიროებისას ადამიანი შეიძლება დახმარების საძიებლად მივიდეს.

 

წყარო

 

არ დაეყრდნოთ ყურმოკრულ ინფორმაციას, როდესაც განსაზღვრავთ ვინმეს ფსიქიკურ მდგომარეობას. თუ საჯარო მოხელე ასახელებს   ფსიქიკურ  დაავადებას, ჰკითხეთ: "საიდან იცით?" თუ კლინიკური დიაგნოზი დასვა  ფსიქიატრმა ან ფსიქოლოგმა, და  დაადგენეთ, რომ დიაგნოზი დაკავშირებულია მომხდარ ინციდენტთან,  მაშინ თქვენ შეგიძლიათ  გაასაჯაროოთ კანონის დაცვით.    არ არის სასურველი: "მისმა დამ განაცხადა, რომ იგი ბიპოლარულია." მისაღებია: "სასამართლოს ჩანაწერებში ასახულია, რომ მან მკურნალობა ჩაიტარა  ფსიქიკური ჯანმრთელობის ადგილობრივ კლინიკაში ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზით."

 

ფოტოები

 

ყურადღება გაამახვილეთ,  როდესაც იყენებთ ფოტოებს ისეთი  ისტორიების გაშუქებისას, სადაც   ფსიქიკური დაავადება ფიგურირებს.  პაციენტის  ფოტოების გადაღება გარკვეულად რეგულირდება კანონმდებლობით. მოერიდეთ სტერეოტიპების   დამკვიდრებას  იმ ადამიანების სურათებით, რომლებიც თმაგაბურძგნულად ან საშიშად გამოიყურებიან 

 

ტერმინოლოგია

 

მოერიდეთ  ტერმინ „შიზოფრენიკ“-ის,  როგორც ზედსართავის გამოყენებას, არამედ  რეკომენდებულია   ვთქვათ:  პირი, რომელსაც დიაგნოზირებული აქვს შიზოფრენია ან  პირი "შიზოფრენიის დიაგნოზით".  გარდა ამისა თავიდან ავიცილოთ   არაფსიქიატრიული ისეთი ფრაზეოლოგიის გამოყენება, როგორიცაა „ფსიქიკური მდგომარეობა სწრაფად ცვალებადია“ ან „პიროვნულად მერყევი, გადაუწყვეტელი კაცი“. მსგავსი სახელმძღვანელო მითითებები გამოიყენება ისეთი სიტყვები, როგორიცაა "ფსიქოზური", "ბიპოლარი", „დეპრესიული“, "ანორექტიკი" და "აკვიატებული მდგომარეობა".

 

„გიჟი, ფსიქო,   სულელი, შეშლილი, ანომალური“ -  არის  შეურაცხმყოფელი ტიპის ტერმინოლოგია, რაც ხელს უწყობს  ფსიქიკურ დაავადების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების დამკვიდრებას, რაც კიდევ უფრო ართულებს ექიმთან სავალი გზების ძიებას.   თუ ამბების გაშუქებისას მსგავსი სიტყვები აუცილებელია რომ გამოვიყენოთ (მაგალითად, როდესაც გამოიყენება ციტატა),  თქვენი მხრიდან უმნიშვნელოვანესია, რათა თავიდან ავიცილოთ სტერეოტიპების გამყარება. მაგალითად,   "გიჟი" და "ავადმყოფი," -ს ნაცვლად გამოიყენეთ " ფსიქიკური დაავადების მქონე პირი" - “people living with a mental illness.” შეურაცხადი, შეზღუდული, ეს არის იურიდიული, ვიდრე დიაგნოსტიკური, ტერმინი, რაც დაკავშირებულია ბრალდებულის უნართან შეაფასოს საკუთარი ქმედება და გამოიყენება სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 

 

მსხვერპლი, დაავადებული, დაზარალებულ

 

არ გააკეთოთ დასკვნა იმის შესახებ, თუ როგორ მართავს საკუთარ ცხოვრებას ადამიანი, რომელსაც  ფსიქიკური დაავადება აქვს.  გამოიყენეთ   ნეიტრალური ტერმინოლოგია. არ არის სასურველი: "მას აწუხებს   შფოთვა ." მისაღები ფორმულირებაა: "ის მკურნალობს შფოთვითი აშლილობის გამო"; ან "მას დასვა დიაგნოზი: შფოთვითი აშლილობა“.

 

წამალდამოკიდებულება

 

ადიქციამ  შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს იმ ისტორიებში, რომლებიც  ფსიქიკურ დაავადებასთანაა დაკავშირებული. იქნება არასწორი თუ მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარებაზე  გაკეთდება  აქცენტი, რადგან არსებობს ორი სახის დამოკიდებულება -  ნივთიერებაზე  (ნარკოტიკი, ალკოჰოლი და ა.შ.) და ქცევითი (გემბლინგი, სექსუალური ქცევა და ა.შ.). გარდა ამისა,   ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ნარკოტიკის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური დაავადება, ხოლო სხვა ექსპერტები წამალდამოკიდებულებას განმარტავენ  როგორც ქრონიკულ ნევროლოგიურ  აშლილობას, რომელიც  ტვინის ბევრ ფუნქციას ცვლის.

 

გამოჯანმრთელება, მკურნალობა

 

ფსიქიკური დაავადებიდან გამოჯანმრთელება არის  ცვლილებათა პროცესი, რომლის მეშვეობითაც პირს უუმჯობესდება ჯანმრთელობა  და კეთილდღეობა, თავად მართავს საკუთარ  ცხოვრებას და ცდილობს მიაღწიოს   სრული პოტენციალის გამოვლინებას. გააცნობიერეთ, რომ დიაგნოზი: ფსიქიკური დაავადება სამუდამო არ არის. ფსიქიკური დაავადება განკურნებადია და გამოჯანმრთელება შესაძლებელია. გაზიარება იმ ადამიანების ისტორიების, რომლებმაც შეძლეს  მკურნალობა და გამოჯანმრთელება ან   წარმატებით მართვენ  საკუთარ დაავადებას,   არაჩვეულებრივი  გზაა შემცირდეს  ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მცდარი აღქმა, მე კი, როგორც ფსიქიატრი, ვისაც ათასობით პაციენტთან მქონია შეხება, მათი და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, გირჩევთ, რომ აქცენტები, სწორედ ამ მიმართულებით გაკეთდეს.

სტატიები ბლოგიდან