ამბულატორია

ნარკოლოგიური ამბულატორიული სერვისების ფარგლებში, ცენტრი უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურების მიწოდებას:

 

  • გაიცემა ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ, რაც გულისხმობს გამოსაკვლევი პირი იმყოფება თუ არა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემთა ბაზის მიხედვით, როგორც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების ფაქტის, ასევე მათდამი დამოკიდებულების გამო;
  • ექიმი ნარკოლოგის კონსულტაცია, მათ შორის, ბინაზე გამოძახებით;
  • დინამიურ ნარკოლოგიური გამოკვლევა აღრიცხვიდან მოხსნის მიზნით, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე მყოფი პირები იხსნებიან ნარკოლოგიური აღრიცხვიდან;
  • ალკოჰოლური ნივთიერების მოხმარების შედეგად გამოწვეული აღკვეთის მდგომარეობის მკურნალობა. აღნიშნული მომსახურება ითვალისწინებს ალკოჰოლზე დამოკიდებული პირების მკურნალობას სტაციონარში მოთავსების გარეშე;
  • ოპიოიდური, სედაციური და სხვა ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების შედეგად გამოწვეული აღკვეთის მდგომარეობის მკურნალობა;
  • ალკოჰოლური ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მაბლოკირებელი თერაპია.

სტატიები ბლოგიდან

ნინო ოკრიბელაშვილი 2019-10-09 08:15:16

40 წამი მოქმედებისთვის...

სიკვდილი – სიცოცხლის გაგრძელებაა,  და რადგან იგი ბუნებრივად, ადამიანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაურკვეველ დროს მოდის, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ბუნების კანონზომიერებებს არღვევს.

ანტიკურ ეგვიპტეში თვითმკვლელობა აღიარებული იყო გაუსაძლისი ყოფითი პირობებისაგან ხსნის გზად, რომის იმპერიაში, ეს ფენომენი თავისუფალი ადამიანის ღირსების ფინალურ აქტად ითვლებოდა. იაპონელები უდიდესი პატივისცემით ეკიდებიან რიტუალურ ხარაკირს, ხოლო ინდოელი ქალების თვითშეწირვა – სატი, მარადიული ერთგულების სიმბოლოა. სუიციდი ეწინააღმდეგება როგორც იუდაიზმის, ბუდიზმის, ასევე ისლამის ბაზისურ პრინციპებს. ქრისტიანული ტრადიციებით, სიცოცხლე ღვთის წყალობაა, უფლის ნების დარღვევა კი – უდიდესი ცოდვა... სუიციდის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა კულტურიდან კულტურაში, ეპოქიდან ეპოქამდე. თითქმის ყველა კულტურაში კამათობენ სუიციდის ფილოსოფიურ არსზე უფრო მეტად, ვიდრე გამომწვევ მიზეზებზე.