ფიზიოთერაპია

ფიზიოთერაპია ადამიანის ორგანიზმზე ფიზიკური ფაქტორების სამკურნალო მიზნით   გამოყენებ მეთოდია. ფიზიკური ფაქტორები მუდმივად ზემოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე და გარკვეულწილად ფიზიოლოგიურ გამღიზიანებლებს წარმოადგენენ. ისინი  ტრამვის, ან ავადმყოფობის შედეგად დაზიანებულ ორგანოებს   და ორგანოთა სისტემებს უფრო აქტიურ ფუნქციონირებას აიძულებენ და  ხელს უწყობენ მისი ნორმალური მდგომარეობის აღდგენას.

 

მკურნალობის ფიზიოთერაპიული მეთოდებით  ხდება როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული ნერვული სისტემის, ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ზედაპირული რბილი ქსოვილებისა და ლორწოვანი გარსების სერიოზული დაავადებების, ოპერაციის და ტრავმის შემდეგი გართულებების მკურნალობა კომპლექსური თერაპიის ფარგლებში.

 

ტრავმის, ან ანთებითი დაავადებების დროს,  იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნევროლოგიური, ან ნეიროქირურგიული ხასიათის სხვადასხვა დაავადება, მკურნალობის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმად ფიზიოთერაპიის გამოყენება ითვლება, ფიზიოპროცედურების საშუალებით სპეციალური აპარატი ახდენს  ქსოვილების ფუნქციონალური სრულფასოვნების აღდგენას, ქრება შეშუპება, ანთება, ტკივილი  და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებები.

 

გავრცელებული დაავადებები, რომლის დროსაც ინიშნება ფიზიოთერაპიული პროცედურები, გახლავთ:

 

ნევრიტები, პოლინევრიტები, ნეიროპათიები, ნევრალგიები, ოსტეოქონდროზი, მოტეხილობები, თიაქარი, მიოზიტები, ფიბრომიალგიები, ანკილოზები, ართრიტები, ართროზები, პერიართროზები და სხვ.

 

ჩვენს ცენტრში  ფიზიოთერაპიის პროცედურები ეფექტურად გამოიყენება ხანგრძლივი ალკოჰოლიზმის, ალკოჰოლური სინდრომის მოგვიანებითი სტადიის, ოპიოიდების აღკვეთის სინდრომის მოგვიანებითი სტადის სამკურნალოდ და  სამედიცინო რეაბილიტაციის ეტაპზე.

 

ფიზიოაპარატი ელექტროსტიმულაციის მეშვეობით აწვდის ძალიან სუსტი ძაბვის დაბალი სიხშირის დენს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი კუნთების შეკუმშვას და დასუსტებას, რაც ასტიმულირებს სისხლის ცირკულაციას, ხსნის ქრონიკულ ტკივილს და დაძაბულობას.

 

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ამბულატორიაში ფიზიოთერაპიის რამდენიმე სახის აპარატურაა გამოყენებული:    

 

ელექტროფორეზის აპარატი

 

ელექტროფორეზი- იგივე იონოფორეზი, ნიშნავს წამლის შეყვანას დაზიანებულ უბანში გალვანური დენის საშუალებით.

მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენება ტრავმების, პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების დროს (პლექსიტები, რადიკულიტები, მონო და პოლინეიროპათიები, ნევრალგიები, ტრავმული და რევმატიული წარმოშობის ქრონიკული ართრიტი და პერიართრიტი).

 

ფონოფორეზის აპარატი 

 

ფონოფორეზი-ანუ ულტრაბგერითი თერაპია არის  მეთოდი, რომლის დროსაც  სამკურნალო ნივთიერებები შეჰყვთ ორგანიზმის გარკვეულ უბნებში, ულტრაბგერის საშუალებით.   

 

ულტრაბგერას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, გამწოვი, ანთების საწინააღმდეგო სპაზმოლიტიკური, ფიბრინოლიტიკური თვისება. მისი მოქმედებით ჩქარდება რეგენერაციული პროცესები, უმჯობესდება ქსოვილის ტროფიკული ფუნქცია.

      

უმს თერაპიის აპარატი  (УВЧ)

 

უმს თერაპია წარმოადგენს მეთოდს, რომლის დროსაც იყენებენ მაღალი, ან ულტრამაღალი სიხშირის ელექტრულ ველს.

 

ამ მეთოდის ჩვენებებია:მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები,მათ შორის ჩირქოვანი პროცესები (აბსცესი, ფურუნკული, კარბუნკული). მასაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული მოქმედება.

 

ლაზერის აპარატი

 

ლაზერული გამოსხივება ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური რხევებია (ტალღები), რომლის წყაროს წარმოადგენს ლაზერი. ლაზერული გამოსხივებისათვის დამახასიათებელია ტროფიკორეგენერაციული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, შეშუპების საწინააღმდეგო, იმუნომოდულირებადი და სხვა ეფექტები.

 

ტკივილის მართვის აპარატი  HiTOP(191)

 

აპარატი-მაღალი ტონის ენერგიის მქონე თერაპიული მოწყობილობაა, რომელსაც  კუნთების სტიმულაციის მიზნით, დიაბეტური პოლინეიროპათიების დროს გამოიყენებენ, ასევე შედვარიკოზული ვენების,ტროფიკული წყლულების,ღია ჭრილობების მკურნალობის დროს.

 

ტმს  (ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია) აპარატი

 

ტმს არაინვაზიური ფიზიოთერაპიული უმტკივნეულო მეთოდია, რომელიც გამოიყენება თავის ტვინის ქერქის, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის სტიმულაციისათვის. მიმართულია ნერვული სტრუქტურის ფუნქციური მდგომარეობის შესაცვლელად, თავის ტვინის არტერიული და ვენური სისტემის მიმოქცევის პათოლოგიებისა  და ამით გამოწვეული ნევროლოგიური დარღვევების, ვეგეტონევროზის, დეპრესიის სხვადასხვა ფორმების დროს.

სტატიები ბლოგიდან

ნინო ოკრიბელაშვილი 2019-10-09 08:15:16

40 წამი მოქმედებისთვის...

სიკვდილი – სიცოცხლის გაგრძელებაა,  და რადგან იგი ბუნებრივად, ადამიანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაურკვეველ დროს მოდის, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ბუნების კანონზომიერებებს არღვევს.

ანტიკურ ეგვიპტეში თვითმკვლელობა აღიარებული იყო გაუსაძლისი ყოფითი პირობებისაგან ხსნის გზად, რომის იმპერიაში, ეს ფენომენი თავისუფალი ადამიანის ღირსების ფინალურ აქტად ითვლებოდა. იაპონელები უდიდესი პატივისცემით ეკიდებიან რიტუალურ ხარაკირს, ხოლო ინდოელი ქალების თვითშეწირვა – სატი, მარადიული ერთგულების სიმბოლოა. სუიციდი ეწინააღმდეგება როგორც იუდაიზმის, ბუდიზმის, ასევე ისლამის ბაზისურ პრინციპებს. ქრისტიანული ტრადიციებით, სიცოცხლე ღვთის წყალობაა, უფლის ნების დარღვევა კი – უდიდესი ცოდვა... სუიციდის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა კულტურიდან კულტურაში, ეპოქიდან ეპოქამდე. თითქმის ყველა კულტურაში კამათობენ სუიციდის ფილოსოფიურ არსზე უფრო მეტად, ვიდრე გამომწვევ მიზეზებზე.

 

სოფო მოსია 2019-11-06 13:16:57

როცა თამაში ხდება პრობლემა...

ფსიქოლოგის ბლოგი ქცევითი ადიქციის - თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ

 

კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის გადარჩენაც ვერ შევძელით, რომლის გადარჩენის საკითხი არც უნდა დამდგარიყო...

ახლახან, მსოფლიომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე სუიციდის წინააღმდეგ დიდი კამპანიით აღნიშნა, ბოლო სტატისტიკით, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში, ყოველ 40 წამში 1 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, მათ შორის გარკვეული ნაწილი „ადიქციის“ მსხვერპლია.  ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სამოქალაქო ომებით და ფორმაციის ცვლილებით ტრავმირებული საზოგადოება, ღია და ძალიან ხელმისაწვდომი სათამაშო ბიზნესი, ახალგაზრდულ ასაკში დიდი ცდუნებაა, რომლის გაძლება და გადალახვა დამოუკიდებლად ყველას არ შეუძლია.