სათემო მობილური სერვისი

2018 წლის იანვრიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში დაინერგა სათემო მობილური სერვისი ვაკე-საბურთალოს და სამგორის რაიონის მაცხოვრებლებისათვის.

 

გუნდში მომუშავე სპეციალისტები:

 

ფსიქიატრი, ექთანი, სოციალური მუშაკი.

 

პროგრამით მოსარგებლეები:

  • მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, რომლებიც ხშირად, ან ხანგრძლივი ვადით თავსდებიან სტაციონარში, ხოლო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ, სულ მცირე, ბოლო სამი თვის განმავლობაში არ, ან ვერ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას, საჭიროების მიუხედავად;
  • პირები, რომლებთაც ანამნეზში აღენიშნებათ ცუდი დამყოლობა მკურნალობაზე, რის გამოც ხშირად რჩებიან მკურნალობის გარეშე, ან წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს;
  • სოციალური პრობლემების მქონე პირები, რომელთა მოგვარებასაც ავადმყოფობის გამო დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ.

 

სათემო მობილური სერვისის ფუნქციები:

  • მდგომარეობის ინდივიდუალური მართვის გეგმის შემუშავება და შესრულება;
  • ბინაზე მომსახურება, რეგულარული ვიზიტები (თვეში 3 ვიზიტი) პაციენტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სატელეფონო კონსულტაციები;
  • მობილური გუნდის ექიმი ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
  • პაციენტის სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგი, სამედიცინო მომსახურებასთან ერთად სოციალური პრობლემების მოგვარებაში დახმარება (საჭიროების შესაბამისად, პაციენტის და მისი მხარდამჭერების ინფორმირება, ან/და დოკუმენტაციის შეგროვებაში დახმარება, ან/და თანხლება უწყებებში ვიზიტისას);
  • პაციენტის, პაციენტის ოჯახის წევრების და მხარდამჭერების ფსიქოგანათლება და მხარდამჭერი ფსიქოთერაპია;
  • ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სტაციონირების კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში, პაციენტის სტაციონირების ორგანიზება;
  • 8 საათის განმავლობაში სერვისის ხელმისაწვდომობა;
  • სომატური პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტის და მისი მხარდამჭერების ინფორმირება არსებული სომატური პრობლემების, შემდგომი კვლევის საჭიროების და ხელმისაწვდომი პროგრამების შესახებ, ამასთან, სომატური პროფილის ექიმთან ვიზიტისას ან გამოკვლევებისას თანხლება, თუ დამოუკიდებლად ამას ვერ ახერხებს პაციენტი და სომატური პრობლემები ნეგატიურად აისახება მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

სტატიები ბლოგიდან

ნინო ოკრიბელაშვილი 2019-10-09 08:15:16

40 წამი მოქმედებისთვის...

სიკვდილი – სიცოცხლის გაგრძელებაა,  და რადგან იგი ბუნებრივად, ადამიანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაურკვეველ დროს მოდის, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ბუნების კანონზომიერებებს არღვევს.

ანტიკურ ეგვიპტეში თვითმკვლელობა აღიარებული იყო გაუსაძლისი ყოფითი პირობებისაგან ხსნის გზად, რომის იმპერიაში, ეს ფენომენი თავისუფალი ადამიანის ღირსების ფინალურ აქტად ითვლებოდა. იაპონელები უდიდესი პატივისცემით ეკიდებიან რიტუალურ ხარაკირს, ხოლო ინდოელი ქალების თვითშეწირვა – სატი, მარადიული ერთგულების სიმბოლოა. სუიციდი ეწინააღმდეგება როგორც იუდაიზმის, ბუდიზმის, ასევე ისლამის ბაზისურ პრინციპებს. ქრისტიანული ტრადიციებით, სიცოცხლე ღვთის წყალობაა, უფლის ნების დარღვევა კი – უდიდესი ცოდვა... სუიციდის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა კულტურიდან კულტურაში, ეპოქიდან ეპოქამდე. თითქმის ყველა კულტურაში კამათობენ სუიციდის ფილოსოფიურ არსზე უფრო მეტად, ვიდრე გამომწვევ მიზეზებზე.