ახალი განყოფილების გახსნა ბორჯომში

2018-12-14 07:58:14

ცენტრის ხელმძღვანელობით, მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება ბორჯომში თორის ქუჩის 2 ნომერში გაიხსნა. განყოფილება დაახლოებით 200 ბენეფიციარს მოემსახურება. ღონისძიებას ესწრებოდნენ "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, მოადგილე გური მენაბდიშვილი და ბორჯომის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.

სტატიები ბლოგიდან

სოფო მოსია 2019-11-06 13:16:57

როცა თამაში ხდება პრობლემა...

ფსიქოლოგის ბლოგი ქცევითი ადიქციის - თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ

 

კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის გადარჩენაც ვერ შევძელით, რომლის გადარჩენის საკითხი არც უნდა დამდგარიყო...

ახლახან, მსოფლიომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე სუიციდის წინააღმდეგ დიდი კამპანიით აღნიშნა, ბოლო სტატისტიკით, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში, ყოველ 40 წამში 1 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, მათ შორის გარკვეული ნაწილი „ადიქციის“ მსხვერპლია.  ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სამოქალაქო ომებით და ფორმაციის ცვლილებით ტრავმირებული საზოგადოება, ღია და ძალიან ხელმისაწვდომი სათამაშო ბიზნესი, ახალგაზრდულ ასაკში დიდი ცდუნებაა, რომლის გაძლება და გადალახვა დამოუკიდებლად ყველას არ შეუძლია.