"თქვენი ჯანმრთელობისთვის დისტანციის გარეშე!"

2020-03-20 08:48:11

📣ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, პაციენტებისა და თანამშრომლებისათვის ინფექციური კონტროლისა და უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს 🌍
 🚨გაცნობებთ, რომ ჩვენი დაწესებულება ზედმიწევნით ასრულებს WHO-ს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, რომელთა მიხედვითაც პაციენტთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს❗❗
🚨 სტაციონარები ნარკოლოგიისა და ფსიქიატრიის მიმართულებით საკარანტინე რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას;
🚨 ჩვენი ცენტრის ექიმები ემსახურებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინში მოთავსებულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტებს 24 საათის განმავლობაში;
🚨 ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებები გახანგრძლივებული სამუშაო დღის განმავლობაში აწვდიან სერვისს პაციენტებს რიგების თავიდან აცილების მიზნით;
🚨 მოქმედებს ონლაინ პლატფორმა, სადაც ჩვენი ფსიქოლოგები უფასო კონსულტაციას გაუწევენ მოქალაქეებს 👇
www.addiction.ge
👉კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვირეკოთ 2 301053
❇️ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ <3

სტატიები ბლოგიდან