აზარტომანია დაავადებაა! მკურნალობა იწყება აქ!

2020-03-02 12:59:01

მოსახლეობის 6% აზარტული თამაშებითაა დაკავებული, - ასეთია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ „აზარტული თამაშები საქართველოში“ კვლევის ფარგლებში ჩაატარა. კვლევის მიხედვით, საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობისა და მათ მიერ წაგებული თანხის შესახებ სტატისტიკაც არ არსებობს. ფაქტები, შედეგები, ისტორიები საგანგაშოა, მოქმედების დროა!!

 

“ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი”  აქტიურ მოქმედებას იწყებს გემბლინგის მიმართულებით პაციენტთა დასახმარებლად. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, ცენტრის ტრადიციული "მშობელთა სკოლის" ფარგლებში შედგა  შეხვედრა პრობლემის მქონე ახალგაზრდებთან და მშობლებთან, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცენტრის ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ნარკოლოგები, თემით დაინტერესებული ჯგუფები და ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაიმართა დისკუსია თემაზე, როგორ უნდა მივმართოთ აზარტი სასიკეთო საქმის საკეთებლად, რა პრევენციული და სარეაბილიტაციო ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რომ ქვეყანაში თამაშდამოკიდებულთა რიცხვი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ღია გაკვეთილს ფსიქოლოგი, აზარტომანიის და თამაშდამოკიდებულების მიმართულებით დიდი გამოცდილების მქონე ნინუცა კომახიძე უძღვებოდა.

 

შეხვედრის ბოლოს დაანონსდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს უკვე შეუძლიათ მომართონ მოქალაქეებმა, ვისაც სურს თავი დააღწიოს თამაშდამოკიდებულებას,დისტანციურად კი ონლაინკომუნიკატორის საშუალებით ყოველ ოთხშაბათს 20.00 საათიდან 23.00 საათამდე გაქვთ შესაძლებლობა გაესაუბროთ ფსიქოლოგს ანონიმურად და მიიღოთ დროული რჩევა საიტზე www.addiction.ge

სტატიები ბლოგიდან