შიდა სამეცნიერო კონფერენცია "სინთეზური კანაბინოიდები"

2020-02-18 10:31:55

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში შიდა სამეცნიერო კონფერენციების ტრადიცია კვლავ გრძელდება. ახალგაზრდა ექიმები საინტერესო სამედიცინო შემთხვევებს ფართო აუდიტორიის წინაშე განიხილავენ, დარგის ექსპერტები, ჩვენი ცენტრის პროფესორები მომხსენებელთან ერთად მსჯელობენ წარმოდგენილ ქეისზე და გასცემენ საინტერესო და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს.
5 თებერვლის დღის თემა ექიმი ნარკოლოგის ქეთი თარაშვილის მიერ წარმოდგენილი "სინთეზური კანაბინოიდები" იყო, დისკუსიაში თემასთან დაკავშირებულ კონკრეტულ შემთხვევებზე დარგის სპეციალისტების გარდა, მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. კონფერენციას ესწრებოდნენ სტუდენტებიც, მომავალი ნარკოლოგები და ფსიქიატრები. მსგავსი კონფერენციები ცენტრის ორგანიზებით თვეში ორჯერ ჩატარდება და განსახილვევლი თემა დაინტერესებული საზოგადოებისთვის წინასწარ დაანონსდება ჩვენს გვერდზე.

სტატიები ბლოგიდან

40 წამი მოქმედებისთვის... 2019-10-09 08:15:16

ნინო ოკრიბელაშვილი

სიკვდილი – სიცოცხლის გაგრძელებაა,  და რადგან იგი ბუნებრივად, ადამიანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაურკვეველ დროს მოდის, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ბუნების კანონზომიერებებს არღვევს.

ანტიკურ ეგვიპტეში თვითმკვლელობა აღიარებული იყო გაუსაძლისი ყოფითი პირობებისაგან ხსნის გზად, რომის იმპერიაში, ეს ფენომენი თავისუფალი ადამიანის ღირსების ფინალურ აქტად ითვლებოდა. იაპონელები უდიდესი პატივისცემით ეკიდებიან რიტუალურ ხარაკირს, ხოლო ინდოელი ქალების თვითშეწირვა – სატი, მარადიული ერთგულების სიმბოლოა. სუიციდი ეწინააღმდეგება როგორც იუდაიზმის, ბუდიზმის, ასევე ისლამის ბაზისურ პრინციპებს. ქრისტიანული ტრადიციებით, სიცოცხლე ღვთის წყალობაა, უფლის ნების დარღვევა კი – უდიდესი ცოდვა... სუიციდის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა კულტურიდან კულტურაში, ეპოქიდან ეპოქამდე. თითქმის ყველა კულტურაში კამათობენ სუიციდის ფილოსოფიურ არსზე უფრო მეტად, ვიდრე გამომწვევ მიზეზებზე.