ახალი იურიდიული სერვისი ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ბენეფიციართათვის

2019-11-06 11:21:33

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა“  და იურიდიული დახმარების სამსახურს    შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ  ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი უსასყიდლოდ მიაწვდის იურიდიული დახმარების სამსახურს საჭიროს ცნობებსა და ინფორმაციას.

 

ცენტრის დირექტორი, ლაშა კილაძე აღნიშნავს, რომ „ფსიქიკური ჯანრმთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ბაზაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს  უფასო იურიდიული სერვისი,  ცენტრის პაციენტებისა და პაციენთა ოჯახის წევრებისათვის. იურიდიულ დახმარებას   სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფი უზრუნველყოფს ელექტრონული, სატელეფონო ან უშუალო კონსულტაციის გზით.

 

განცხადებების, სხვადასხვა  იურიდიული დოკუმენტების მომზადება, პენსიის, სოციალური დახმარების მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენი ცენტრის იურისტები სრულიად უფასოდ ემსახურებიან პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს, არსებობს დამატებითი იურიდიული სერვისები, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს, ჩვენი მემორანდუმის საფუძველზე  ეს სერვისიც უფასო იქნება ბენეფიციარებისთვის“

 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილის განმარტებით, ეს შეთანხმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისათვის დიდი ფინანსური შეღავათია: „როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებზე. საადვოკატო მომსახურება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსებულ პირს უფლება აქვს ისარგებლოს დამცველის მომსახურებით. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს პაციენტის დამცველთან შეხვედრა მესამე პირის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას; შეიტანოს საჩივარი და განცხადება სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში და ა.შ. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ, ორივე მხარე  ვიღებთ ვალდებულებას, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფსიქიკურ დაავადებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით განვახორციელოთ ერთობლივი სოციალურ-სამართლებრივი პროექტები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე“.

სტატიები ბლოგიდან