სიახლეები

განყოფილების გახსნა ლაღიძის ქუჩაზე 2017-03-13 09:24:14

2017 წლის 13 მარტს, 11:00-ზე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება გახსნა. 
"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" მეთადონით ჩანაცვლებით თერაპიის, როგორც სახელმწიფო, ისე გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს ახორციელებს.
სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, თბილისში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის 7 განყოფილება ფუნქციონირებს, ხოლო რეგიონებში 9 (თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი,ზუგდიდი, ქობულეთი ,ბათუმი და ზესტაფონი).
"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში სულ 3000-მდე ბენეფიციარს ემსახურება.
ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების კომპონენტის ფარგლებში მომსახურებისთვის ვაუჩერის ღირებულება 215 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამასთან, ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებისას პაციენტის მხრიდან გათვალისწინებულია თანაგადახდა, რაც ერთი პაციენტის მხრიდან შეადგენს ერთი თვის განმავლობაში 110 ლარს. თანაგადახდა არ ეხებათ აივინფიცირებულებს და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებულ იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ს.როგორც ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ აღნიშნა ,ზაფხულიდან ბენეფიციარები ამ სერვისის მიღებას სრულიად უფასოდ შეძლებენ, ხოლო დირექტორის მოადგილის -  ხათუნა თოდაძის განცხადებით, პაციენტები განყოფილებებში მიიღებენ ინტეგრირებულ სერვისს -  ეს არის ჩანაცვლებითი თერაპია , სერეაბილიტაციო სერვისი და კონსულტირება.

C ჰეპატიტის კაბინეტის გახსნა 2017-02-23 09:19:36

2017 წლის 23 თებერვალს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში C ჰეპატიტის კაბინეტი გაიხსნა. 
გახსნას ესწრებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის“ მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია.

ევროსაბჭოსა და პომპიდუს ჯგუფის ექსპერტების ვიზიტი 2016-11-24 09:15:33

24.11.2016-ში "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" სტუმრად იმყოფებოდნენ ევროსაბჭოსა და პომპიდუს ჯგუფის ექსპერტები, ნარკომანიის პრევენციისა და მკურნალობის მიმართულებით ფაქტობრივი ინფორმაციის მოპოვების მისიით. ჩატარდა ტრენინგი თემაზე:" ნარკომანიის პრევენცია და მკურნალობა ". ჯგუფმა დაათვალიერა ცენტრი და გაეცნო არსებულ მკურნალობის მეთოდებს. ტრენინგის ბოლოს გაიმართა დისკუსია და მუშაობა შეფასდა ჯგუფის წევრების მიერ. დაისახა სამომავლო გეგმები შემდგომი შეხვედრის ამოცანების და მიზნების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიაში ქ. ბერლინში ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგის მონაწილეები, ასევე საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ავსტრალიელი ფსიქიატრის - Olav Nielssen-ის ვიზიტი ცენტრში 2018-03-26 09:05:51

07.2016 -ში "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" სტუმრად იმყოფებოდა ავსტრალიელი ფსიქიატრი Olav Nielssen.მან დაათვალიერა ცენტრი , შეხვდა ფსიქიატრებს, გაუზიარა პირადი გამოცდილება და წაიკითხა ლექცია თემაზე: აგრესია და პირველი ფსიქოზური ეპიზოდი.

მჩთ განყოფილების გახსნა ისნის რაიონში 2018-03-26 09:03:07

"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიცირებისთვის ქსელს აფართოებს. ჩუღურეთისა და ვაკის რაიონის შემდეგ ახალი განყოფილება ისანში გაიხსნა. ახლადგახსნილი სერვისცენტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ლაშა კილაძემ დაათვალიერეს. ახალი განყოფილება, რომელიც მდებარეობს კახეთის შესახევევი #4-ში, 200მდე ბენეფიაციარს მოემსახურება.
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მსგავსი განყოფილებების გახსნა თბილისსა და რეგიონებში კიდევ არის დაგეგმილი, რათა მეთადონით ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, თბილისში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის 10 განყოფილება ფუნქციონირებს, ხოლო რეგიონებში 9 (თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი,ზუგდიდი, ქობულეთი ,ბათუმი და ზესტაფონი).
„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ფარგლებში სულ 3000-მდე ბენეფიციარს ემსახურება.

მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილების გახსნა ჯავახიშვილის 51-ში 2016-06-21 08:55:54

2016 წლის 21 ივნისს, 12:00-ზე, ჯავახიშვილის 51-ში "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ხელმძღვანელობით მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება გაიხსნა

ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება ქვეკონტრაქტორის გარეშე 2016-06-16 08:50:38

2016 წლის 16 ივნისს მასმედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ ის განყოფილებები დაათვალიერონ, სადაც მეთადონით ჩანაცვლებით თერაპიის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები სერვისებს მიიღებენ. აღნიშნული განყოფილებები სრულად შეესაბამება სტანდარტებს და ბენეფიციართათვის მაქსიმალური კომფორტია შექმნილი. 
მეთადონით ჩანაცვლებით პროგრამას კონტაქტორების ნაცვლად სრულად განახორციელებს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“. აღნიშნული ცვლილება საშუალებას მოგვცემს გაიზრდოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს ახალი განყოფილებების გახსნას თბილისსა და რეგიონებში, რათა მეთადონით ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ივნისის ბოლომდე თბილისის მასსტაბით დაგეგმილია 3 ახალი განყოფილების გახსნა, სადაც სურვილის შემთხვევაში კონტრაქტორი დაწესებულებების თანამშრომლები დასაქმდებიან.

მჩთ თერაპიის განყოფილების გახსნა ზესტაფონში 2016-05-28 08:38:02

2016 წლის 28 მაისს, 14:00-ზე ზესტაფონის რაიონში "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის"ხელმძღვანელობით მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება გაიხსნა. გახსნას დაესწრნენ "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, დირექორის მოადგილე ხათუნა თოდაძე და ზესტაფონის რაიონის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი.
ზესტაფონის რაიონში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება ბენეფიციარებს შესაბამის მომსახურებას ორშაბათიდან გაუწევს.

 

ტრენინგი თემაზე: "ნარკომანიის პრევენცია და მკურნალობა"_მეორე შეხვედრა 2016-04-07 08:31:07

2016 წლის 4-7 აპრილს გერმანიაში, ქ. ბერლინში გაიმართა მეორე რაუნდი ტრენინგისა თემაზე: „ნარკოტიკების პრევენცია და მკურნალობა“ პროფესიონალებისთვის ქ.თბილისიდან და ქ. სოხუმიდან. "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან" აღნიშნულ სესიას ესწრებოდნენ ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე და თანამშრომლები- ხათუნა თოდაძე და გვანცა ფირალიშვილი. ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროსაბჭოს მიერ „Confidence Building Measures” პროგრამის ფარგლებში. შეხვედრას წარმართავდნენ ევროსაბჭოს და პომპიდუს ჯგუფის წარმომადგენლები- მირცია მურგია და თომას კატაუ.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებსა და საიტ-ვიზიტებს. ჯგუფი გაეცნო ქ.ბერლინში არსებულ ნარკოვითარებას, ნარკოპოლიტიკას, პრევენციულ და მკურნალობის მეთოდებს, მათ შორის- თვითდახმარების ჯგუფების მუშაობის პრინციპებს, სოცმუშაკების აუთრიჩ მუშაობას, ინტერნეტზე დაფუძნებულ კონსულტაციებისა და მხარდაჭერის მეთოდებს; მოინახულა პრევენციული და საკონსულტაციო ცენტრები, საკონტაქტო კაფეები, საერთაშორისო სარეაბილიტაციო თვითდახმარების თერაპიული ცენტრი „Synanon“, თერაპიული კომუნა ნარკოდამოკიდებული მიგრანტებისთვის „ADV-NOKTA gGmbH“ და სხვ.
საიტ-ვიზიტების შესახებ მოხსენებები გააკეთეს ჯგუფის წევრებმა.
ტრენინგის ბოლოს გაიმართა დისკუსია და მუშაობა შეფასდა ჯგუფის წევრების მიერ. დაისახა სამომავლოდ გეგმები შემდგომი შეხვედრის ამოცანებისა და მიზნების შესახებ. ჯგუფის წევრებს SWOT- ანალიზის შემუშავება დაევალათ. 

ღია კარის დღე ჟურნალისტებისათვის 2016-03-31 12:31:40

2016 წლის 31 მარტს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" გაიმართა ღია კარის დღე ჟურნალისტებისათვის , ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების სწორად გაშუქებაზე. ჟურნალისტებს არესებითი გავლენა აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე. ყოველდღიურად ახალი ამბების რედაქციაში აქცენტი კეთდება „ცხელ“ ახალ ამბებსა და კრიზისებზე, რასაც შეუძლია საზოგადოებას არასათანადო წარმოდგენა შეუქმნას იმ ადამიანებზე , რომელთაც ფსიქიკური ავადმყოფობა აქვთ, რაც თავის მხრივ დისკრიმინაციას იწვევს. ტრენინგი მიზნად ისახავდა რეკომენდაციებს ჟურნალისტებისთვის ,რაც დაეხმარება მედიას ფსიქიკური დაავადებების უფრო ზუსტი სურათის წარმოჩენაში.