სიახლეები

მემორანდუმის გაფორმება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან 2016-03-16 12:23:19

2016 წლის 16 მარტს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯემალ ძაგანიამ და „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
ხელმოწერის აქტს ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და პროფესორები: დავით ზურაბიშვილი, მანანა მნათობიშვილი, ტრისტან გულბიანი , გიორგი ფარულავა , ასოცირებული პროფესორები: მურად გარუჩავა, ირაკლი ჩაგანავა და ქეთევან ბერიძე. მემორანდუმი გულისხმობს ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას , სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციების ჩატარებას, ერთმანეთის ბაზებზე სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვას.

ღია კარის დღე თემაზე -"ამფეტამინის ტიპის სტიმულატორებზე დამოკიდებულება" 2016-02-17 12:16:41

2016 წლის 17 თებერვალს , ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ჩატარდა ღია კარის დღე თემაზე -"ამფეტამინის ტიპის სტიმულატორებზე დამოკიდებულება". შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე დაწესებულების თანამშრომლები . მოხსენება მოცემულ თემაზე წაიკითხა ცენტრის ექიმმა-ნარკოლოგმა მარიამ ხოტენაშვილმა. ღონისძიება დასრულდა აღნიშნულ თემაზე ღია დისკუსიით.

ტრენინგი თემაზე "ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებები და სამედიცინო ეთიკის საკითხები" 2016-01-31 12:15:23

2016 წლის 31 იანვარს დასრულდა კასკადური ტრენინგი თემაზე "ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებები და სამედიცინო ეთიკის საკითხები", რომელიც დაიწყო ევროპის საბჭომ საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებათა თანამშრომლებისთვის. ტრენინგი „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე განხორციელდა. ვუმასპინძლეთ 200 კოლეგას, გადამზადდა ჩვენი დაწესებულების 58 თანამშრომელი აქედან 16 ექიმი, 14 ექთანი, 24 ექთნის დამხმარე და 4 სოციალური მუშაკი.
ტრენინგი ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის-"ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში"-ფარგლებში ტარდებოდა და მიზნად ისახავდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას.
ფსიქიატრიულ დაწესებულებათა თანამშრომლებმა ცოდნა გაიღრმავეს ეთიკის სტანდარტებსა და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებებში.ტრენინგის მოდული პრაქტიკული და თეორიული ნაწილებისგან შედგებოდა. იგი შეიმუშავეს ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტებმა. ტრენინგებს ქართველი ტრენერები-ფსიქიატრიულ დაწესებულებათა, სახალხო დამცველის ოფისის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლები ატარებდნენ, რომლებიც სპეციალურად ამ ტრენინგებისთვის მომზადნენ.

გამოფენა - გაყიდვა 2015-12-29 12:13:56

2015 წლის 29 დეკემბერს, 14:00-ზე , "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში"ამავე ცენტრის პაციენტების მიერ საახალწლო თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. აქციის მიზანი იყო, ამ ადამიანების შრომითი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, აქტიური ნაბიჯების გადადგმა დასაქმების კუთხით და ინტეგრაცია საზოგადოებაში.

ღია კარის დღე თემაზე - „ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია გუშინ, დღეს, ხვალ.“ 2015-11-27 12:11:45

2015 წლის 27 ნოემბერს, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ ჩატარდა ღია კარის დღე თემაზე - „ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია გუშინ, დღეს, ხვალ.“ შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, სერვისის მომხმარებელთა ოჯახის წევრები და დაწესებულების თანამშრომლები. მოხსენება, მოცემულ თემაზე, წაიკითხა ამავე დაწესებულების სოციალური რეაბილიტაციის განყოფილების უფროსმა - ქალბატონმა ლალი წულეისკირმა. განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: რეფორმა ფსიქიატრიაში, დეინსტიტუციონალიზაცია, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და მისი მნიშვნელობა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. მოხსენება დასრულდა აღნიშნულ თემებზე ღია დისკუსიით, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო დამსწრე საზოგადოებამ.

ღია კარის დღე თემაზე - "მარიხუანა და მისი მოხმარების შედეგები" 2015-10-23 12:07:47

2015 წლის 23 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ჩატარდა მორიგი ღია კარის დღე თემაზე - „მარიხუანა და მისი მოხმარების შედეგები“.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, მასმედიის წარმომადგენლები, ცენტრის თანამშრომლები.

ღია კარის დღე თემაზე - "სუიციდი და საზოგადოება" 2015-07-23 12:05:59

2015 წლის 23 ივლისს, "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" ჩატარდა მორიგი ღია კარის დღე თემაზე - „ სუიციდი და საზოგადოება“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მასმედიის წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ წარმომადგენლები, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ნარკოლოგები.
თემის მიმართ შეხვედრაზე გამოიხატა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი დაგეგმავს ტრენინგს მედიისთვის.

სემინარი თემაზე - „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები და წამალდამოკიდებულ პირთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები“. 2015-07-08 12:01:46

2015 წლის 7-8 ივლისს პოლონეთის ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს სემინარი თემაზე - „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები და წამალდამოკიდებულ პირთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები“.

უკრაინელი ნარკოლოგების, უკრაინის რეგიონული სამედიცინო დეპარტამენტების და ნარკოლოგიური სამსახურების ხელმძღვანელების სტუმრობა 2015-06-30 11:49:31

2015 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით საქართველოში იმყოფებიან უკრაინელი ნარკოლოგები, უკრაინის რეგიონული სამედიცინო დეპარტამენტების და ნარკოლოგიური სამსახურების ხელმძღვანელები. 30 ივნისს უკრაინელ სტუმრებს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ უმასპინძლა. ვინაიდან უკრაინაში იგეგმება ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, ცენტრში ვიზიტის მიზანიც სწორედ იმ გამოცდილების გაზიარება გახლდათ, რომელიც ცენტრმა წლების განმავლობაში სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისას შეიძინა. სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის ნარკოლოგიური სტაციონარი, სარეაბილიტაციო ცენტრი და ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებები. გაესაუბრნენ ბენეფიციარებსაც. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა აღნიშნეს, რომ უკრაინაში სახელმწიფო პროგრამის დანერგვის წინ მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით საქართველოს მაგალითის გაზიარება. 
2 ივლისს უკრაინელი მედიკოსები ესტუმრებიან ქუთაისს და გაეცნობიან „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ადგილობრივი განყოფილების მუშაობას.

სტუდენტებთან შეხვედრა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2015-06-26 11:36:29

2015 წლის 26 ივნისი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრი, გაეცნენ მისი მუშაობის სპეციფიკას, მოისმინეს სასარგებლო რჩევები ნარკოლოგებისგანდამიიღესკვალიფიციურიპასუხებისაინტერესოკითხვებზე.
როგორც ცენტრის გენერალურმა დირექტორმა - ბატონმა ლაშა კილაძემ სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნა, ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ნარკომანიასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. აქედან გამომდინარე, შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს და ღია კარის დღე ჩატარდება ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს.