სიახლეები

ფსიქიატრიული სტაციონარის პაციენტების გამოფენა-გაყიდვა 2015-06-26 11:31:26

2015 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყო “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” ფსიქიატრიული სტაციონარის 20-მდე პაციენტის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოიფინა თიხის, თექის ნამუშევრები, აქსესუარები და ნახატები. პაციენტების ხელნაკეთმა ნივთებმა საზოგადოების ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. გამოფენა ასევე დაათვალიერა ჯანდაცვის მინისტრმა - ბატონმა დავით სერგეენკომ, რომელსაც სამახსოვროდ გადაეცა სუვენირი.

"ნარკოტიკებისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრის" წარმომადგენლების ვიზიტი ცენტრში 2014-10-21 11:29:09

2014 წლის 21 ოქტომბერი. "ნარკოტიკებისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრის" წარმომადგენლების ვიზიტი ცენტრში.

"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა 2014-03-14 11:26:09

2014 წლის 14 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის"  ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა გიახსნა. ღონისძიება "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ორგანიზებით და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოს და პოლონეთის ურთიერთთანამშრომლობა ნარკომანიის პრევენციის საკითხებში 2013-06-20 11:22:58

2013 წლის 18 - 20 ივნისს საქართველოსა და პოლონეთს შორის მიმდინარე პროექტის „საქართველოს და პოლონეთის ურთიერთთანამშრომლობა ნარკომანიის პრევენციის საკითხებში“ მეორე ეტაპი ჩატარდა. "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრეინინგი, რომელიც მთლიანად დაეთმო ნარკოტიკების მომხმარებლების, მათი ოჯახის წევრებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის (მათ შორის, აივ ინფიცირებულთა) ონლაინ საკონსულტაციო ცენტრის შექმნისა და ფუქნციონირებისათვის მინშვნელოვან საკითხებს. ტრენინგი ჩატარდა პოლონური მხარის მიერ "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ორგანიზებით. 

აკადემიკოს ავლიპ ზურაბაშვილის ბიუსტის გახსნა 2013-05-06 11:18:28

2013 წლის 6 მაისს აკადემიკოს ავლიპ ზურაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა