სააფთიაქო რეფორმის გავლენა ნარკოტიკების და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების დინამიკაზე

2017-09-20 09:36:59

სააფთიაქო რეფორმის გავლენა ნარკოტიკების და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების დინამიკაზე შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის  და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ 2013-2016 წლების კლინიკური მონაცემების მიხედვით

ლაშა კილაძე  - ექიმი ფსიქიატრი, შპს  „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” გენერალური დირექტორი

ხათუნა თოდაძე -ექიმი ნარკოლოგი, მედიცინის  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ის სრული პროფესორი, შპს  „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” გენერალური დირექტორის მოადგილე ნარკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცერექტორი

გელა ლეჟავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  შპს  „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” სამეცნიერო-ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე.

ელზა გადელია - ექიმი ეპიდემიოლოგი, შპს  „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის”  სამედიცინო მომსახურეობის  ხარისხის კონტროლის განყოფილების მთ. სპეციალისტი ,სამეცნიერო-ექსპერტთა საბჭოს წევრი

თიკა ბალხამიშვილი - ფსიქოლოგი, შპს  „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” აღმასრულებელი მენეჯერი

 დაწესებულება - შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი”

 

საქართველოში ფარდოდ გავრცელებულმა სააფთიაქო პრეპარატების რეცეპტის გარეშე მოხმარებამ, უარყოფითი გავლენა იქონია მოსახლეობის ჯანმრთელობობასა და მთლიან სოციალურ სიტუაციაზე. განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევდა რეცეპტის გარეშე შეძენილი პრეპარატებიდან (კოდეინი, ეფედრინი) შინაურ პირობებში დამზადებული ნარკოტიკების „კრაკადილის“,“ჯეფისა“ და „ვინტის“ მოხმარება.   ფსიქოაქტიური ნივთიერებები ხელმისაწვდომი გახდა მოზარდებისათვისაც ,რაც იწვევდა ცნს-ის დაზიანებას და წამალდამოკიდებულებისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებას.  შექმნილ  ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გაატარა მთელი რიგი საკანონმდებლო ღონისძიებები. კერძოდ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გავრცელდა კოდეინისა და ეფედრინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის არალეგალურ ბრუნვაზე და ადმინისტრაციული სახდელები ფსიქოაქტიური ნივთიერებების ურეცეპტოდ გაცემაზე.

შპს  „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ ჰოსპიტალიზირებულ ბენეფიციართა კლინიკური ისტორიების (2013-2016წლები) განხილვის შედეგად, გაირკვა რომ, რეფორმის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა კოდეინისა და ეფედრინისაგან კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, მაგრამ რეფორმამ შესამჩნევი გავლენა  ვერ მოახდინა  ფსიქოაქტიურ ნივთიერებების გავრცელებაზე, რის გამოც გამკაცრებული იქნა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვის დარღვევებზე ადმინისტრაციული ზომები. 

 

სტატიები ბლოგიდან