საქართველოში სუიციდის ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელის ანალიზი

2016-06-25 09:36:42

საქართველოში სუიციდის ზოგიერთი  ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელის ანალიზი

ლაშა კილაძე  - ექიმი ფსიქიატრი, შპს  „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” გენერალური დირექტორი

გელა ლეჟავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  შპს  „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” სამეცნიერო-ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე

ელზა გადელია - ექიმი ეპიდემიოლოგი, შპს  „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” სამეცნიერო-ექსპერტთა საბჭოს წევრი

დაწესებულება - შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი”

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში ფიქსირდება სუიციდის შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდა, განსაკუთრებით მოზარდებს შორის. სუიციდის პრევენციის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სუიციდის მიზეზების ადეკვატურ განსაზღვრაზე.

საქართველოში სუიციდით სიკვდილის და სუიციდალური მცდელობების სტატისტიკური მონაცემები ფიქსირდება  2 უწყებაში: საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა (საქსტატი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შსს). ორივე უწყებიდან მიღებული მონაცემები - 2011-2014 წლების  საქართველოს სუიციდის ძირითადი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები, იქნა სტატისტიკურად დამუშავებული, ჩატარდა მათი თვისობრივი ანალიზი და შედეგები იქნა შედარებული ჯანმოს მონაცემებთან.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქსტატისა და შსს მონაცემები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც გამოწვეული უნდა იყოს სიკვდილის მიზეზების რეგისტრაციის სრულყოფილი, უნიფიცირებული სისტემის არარსებობით. ამასთან ეს მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ჯანმოს მიერ აღიარებული მონაცემებისაგან.  გამომდინარე აქედან, აუცილებელია სუიციდის ძირითადი კრიტერიუმების არსობრივი დაზუსტება და სტატისტიკური მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიის სრულყოფა, რაც მოითხოვს რამდენიმე უწყების ერთობლივ და კოორდინირებულ მოქმედებას.  

სტატიები ბლოგიდან