ალკოჰოლიზმი

ალკოჰოლიზმის მკურნალობა კომპლექსური პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიაზრებს. ალბათ, ყველაზე პირველი და მთავარი, რაც ალკოჰოლიზმით დაავადებულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს არის იმ ფაქტის აღიარება, რომ ავადაა და დახმარება სჭირდება. ამის გარეშე, ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ეფექტიანი მეთოდი უსარგებლო იქნება. ხშირად პაციენტი ვერ აღიქვამს თავისი პრობლემის სიმძიმეს და მიაჩნია, რომ ნებისმიერ დროს შეძლებს უარის თქმას სასმელზე. რეალურად კი, ფხიზელი ცხოვრების წესის დაბრუნება რთულია და საკმაოდ ხშირად, შეუძლებელიც კი, მედიცინის ჩარევის გარეშე.

 

მკურნალობის ეტაპები

 

პირველ ეტაპზე ალკოჰოლდამოკიდებულს უტარდება სამედიცინო დახმარება, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას ემსახურება. პაციენტს უდგამენ წვეთოვანს, უნიშნავენ სამკურნალო პრეპარატებს. 7-10 დღიანი დეტოქსიკაციის პროცესის პარალელურად პაციენტებს უტარდებათ კლინიკურ - ლაბორატორიული კვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, პროთრომბინის ინდექსი, ღვიძლის ფუნქციების - ALT, AST, GGT განსაზღვრა).

 

ასევე, პარალელურ რეჟიმში ფსიქიატრები, ნევროლოგები, თერაპევტები და კარდიოლოგები  პაციენტს კომპლექსურ კვლევას უტარებენ. ორგანული დეფექტების აღმოჩენის შემთხევაში, პაციენტის მკურნალობა გრძელდება შესაბამისი პროფილის ექიმთან.

 

ბოლო ეტაპზე, რომელიც, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტისთვის, უზრუნველყოფილია ალკოჰოლდამოკიდებულის ფსიქოლოგიური თანადგომა. მნიშვნელოვანია ადამიანს ჩამოუყალიბდეს ცხოვრებისადმი ჯანსაღი მიდგომა და აღუდგეს ცხოვრებისეული ღირებულებების სწორი სისტემა.

 

ალკოჰოლიზმის მკურნალობის შედეგები

 

თერაპიის  შემდგომ პაციენტებს აღენიშნებათ შფოთვის შეგრძნების შესუსტება, გუნება-განწყობილების გაუმჯობესება. საგრძნობლად იზრდება შრომისუნარიანობა. ადამიანი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ცხოვრების ის წესი, რომელსაც აქამდე მისდევდა არ იყო სწორი. ექმნებათ ჯანმრთელი, სრულყოფილი პიროვნების ერთგვარი ხატი. თუ თერაპია კომპლექსურ ხასიათს ატარებდა და მიმართული იყო არა მხოლოდ სხეულის, არამედ ფსიქიკის გაჯანსაღებისკენ, მკურნალობის შემდგომ ადამიანი ჯანსაღდება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურ დონეზეც.

 

ალკოჰოლიზმის მკურნალობის მეთოდებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ალკოჰოლური ნივთიერებების მაბლოკირებელი თერაპია:

 

მაბლოკირებელი თერაპიის განხორციელების აუცილებელი პირობებია:

 

სიფხიზლე:

პაციენტის ორგანიზმში არ უნდა იყოს ალკოჰოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პრეპარატის შეყვანისას შეუძლოდ გახდება. თუ პაციენტი არაფხიზელ მდგომარეობაშია, დეტოქსიკაციას ვახორციელებთ 3 დღის შემდეგ.

 

გაცნობირება:

პაციენტი უნდა აცნობიერებდეს, რა დაემართება ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში.

სტატიები ბლოგიდან