სტაციონარი

"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ნარკოლოგიური სტაციონარული განყოფილება, 7-14 დღიანი დეტოქსიკაციის კურსის ფარგლებში, უზრუნველყოფს ალკოჰოლსა და სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირების მკურნალობას (გადაუდებელი და/ან გეგმიური) შიდა და სახელმწიფო სტანდარტით, შემდეგი მიმართულებებით:

 

  • ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი. აღკვეთის მდგომარეობა;
  • ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი. აღკვეთის მდგომარეობა გულყრით;
  • ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი. ფსიქოზური აშლილობა, უპირატესად ჰალუცინატორული;
  • ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი. ფსიქოზური აშლილობა, უპირატესად ბოდვითი;
  • ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული აღკვეთის მდგომარეობა;
  • მეთადონის მოხმარებით გამოწვეული აღკვეთის მდგომარეობა;
  • კანაბინოიდების, ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორების, ჰალუცინოგენების, სედატიური და საძილე საშუალებების მოხმარებით გამოწვეული აღკვეთის მდგომარეობა და ამ ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქოზური აშლილობანი;
  • ერთდროულად სხვადასხვა სახის ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებით გამოწვეული აღკვეთის მდგომარეობა.

დეტოქსიკაციის პროცესის პარალელურად პაციენტებს უტარდებათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, პროთრომბინის ინდექსი, ღვიძლის ფუნქციების - ALT, AST, GGT განსაზღვრა).

 

დეტოქსიკაციის კურსი  ექიმი ნარკოლოგის ყოველდღიურ კონსულტაციებთან ერთად, აგრეთვე მოიცავს ფსიქიატრის, ნევროლოგის, თერაპევტის, კარდიოლოგის  და ფსიქოლოგის კონსულტაციებსაც.

 

ნარკოლოგიურ სტაციონარულ განყოფილებაში 20 კეთილმოწყობილი პალატაა, 45 საწოლით. შესაბამისად, ამ ეტაპზე ცენტრს საშუალება აქვს ერთდროულად მოემსახუროს 45 პაციენტს.

სტატიები ბლოგიდან