ბავშვთა ფსიქიატრია

ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში განხორციელებადი სერვისები:

ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია

 

  • დიაგნოსტიკა;
  • მკურნალობა.
  • ფსიქოგანათლება (მშობლის და ბავშვის).

ლოგოპედიური დიაგნოსტიკა:

 

ინდივიდუალური მეტყველების განვითარების სპეციფიური დარღვევების კორექცია და მკურნალობა:

 

  • არტიკულაციის სპეციფიკური დარღვევა;
  • ექსპრესიული მეტყველების დარღვევა;
  • რეცეპტული მეტყველების დარღვევა;
  • ეპილეფსიით გამოწვეული აფაზია;
  • ლოგონევროზი (ენაბორძიკობა);
  • წერტილოვანი მასაჟი მიმართული ბგერის კორექციაზე.

ფსიქოგანათლება:

 

სტუდენტებისთვის, უმცროსი ექიმებისთვის (3-თვიანი სტაჟირების ფარგლებში მათ მეთვალყურეობას გაუწევენ ექიმი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი და ლოგოპედი)

ტრენინგები:

  • ნეიროლინგვისტური პროგრამის კომუნიკაციური საფუძვლები;
  • ფსიქოსექსოლოგია;
  • ბავშვთა განვითარების დარღვევები;
  • ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები;
  • გარკვეული ფსიქომეტრული ტესტების შესწავლა;
  • ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური პრობლემების დროული ამოცნობა და იდენტიფიკაცია.

სტატიები ბლოგიდან

ნინო ოკრიბელაშვილი 2019-10-09 08:15:16

40 წამი მოქმედებისთვის...

სიკვდილი – სიცოცხლის გაგრძელებაა,  და რადგან იგი ბუნებრივად, ადამიანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაურკვეველ დროს მოდის, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ბუნების კანონზომიერებებს არღვევს.

ანტიკურ ეგვიპტეში თვითმკვლელობა აღიარებული იყო გაუსაძლისი ყოფითი პირობებისაგან ხსნის გზად, რომის იმპერიაში, ეს ფენომენი თავისუფალი ადამიანის ღირსების ფინალურ აქტად ითვლებოდა. იაპონელები უდიდესი პატივისცემით ეკიდებიან რიტუალურ ხარაკირს, ხოლო ინდოელი ქალების თვითშეწირვა – სატი, მარადიული ერთგულების სიმბოლოა. სუიციდი ეწინააღმდეგება როგორც იუდაიზმის, ბუდიზმის, ასევე ისლამის ბაზისურ პრინციპებს. ქრისტიანული ტრადიციებით, სიცოცხლე ღვთის წყალობაა, უფლის ნების დარღვევა კი – უდიდესი ცოდვა... სუიციდის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა კულტურიდან კულტურაში, ეპოქიდან ეპოქამდე. თითქმის ყველა კულტურაში კამათობენ სუიციდის ფილოსოფიურ არსზე უფრო მეტად, ვიდრე გამომწვევ მიზეზებზე.