ამბულატორია

2017 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად, ამბულატორიული ფსიქიატრიული ამბულატორიული განყოფილება უზრუნველყოფს ოჯახის, ან უბნის ექიმის, ასევე ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულების მიმართვით გადმოგზავნილ, აღრიცხვაზე აყვანილ, თვითდინებით მოსული (დიაგნოზის დაზუსტების შემდგომ) საქართველოს მოქალაქეების მომსახურებას, რომელთაც შემდეგი ფსიქიკური პრობლემები აქვთ:

 

  • ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით
  • შიზოფრენია, შიზოტოპური აშლილობანი
  • აფექტური აშლილობანი
  • რეაქცია მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევები
  • გონებრივი ჩამორჩენა
  • ფსიქიკური განვითარების დარღვევები
  • ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური აშლილობანი

 

პაციენტის ამბულატორიულ აღრიცხვაზე აყვანა ხდება მისი სურვილის  შემთხვევაში, თუმცა, 16 წლამდე ასაკის, ან/და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პაციენტის შემთხევაში, მხარდამჭერი პირის წერილობითი თანხმობა აუცილებელია.

 

აღნიშნულ მომსახურებაში შედის მედიკამენტური მკურნალობა, ბინაზე ვიზიტი, საჭიროებიდან გამომდინარე და ა. შ.

სტატიები ბლოგიდან

როცა თამაში ხდება პრობლემა... 2019-11-06 13:16:57

სოფო მოსია

 

ფსიქოლოგის ბლოგი ქცევითი ადიქციის - თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ

 

კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის გადარჩენაც ვერ შევძელით, რომლის გადარჩენის საკითხი არც უნდა დამდგარიყო...

ახლახან, მსოფლიომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე სუიციდის წინააღმდეგ დიდი კამპანიით აღნიშნა, ბოლო სტატისტიკით, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში, ყოველ 40 წამში 1 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, მათ შორის გარკვეული ნაწილი „ადიქციის“ მსხვერპლია.  ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სამოქალაქო ომებით და ფორმაციის ცვლილებით ტრავმირებული საზოგადოება, ღია და ძალიან ხელმისაწვდომი სათამაშო ბიზნესი, ახალგაზრდულ ასაკში დიდი ცდუნებაა, რომლის გაძლება და გადალახვა დამოუკიდებლად ყველას არ შეუძლია.