რეაბილიტაცია

ცენტრში ფუნქციონირებს სოციალური რეაბილიტაციის განყოფილება, რომელიც, ძირითადად, ემსახურება გრძელვადიან, სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფ, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიზანია პაციენტების იმ უნარების შენარჩუნება, ან გაუმჯობესება, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალებას მისცემთ. სოციალური რეაბილიტაციის განყოფილების თანამშრომლები, აგრეთვე ჩართულნი არიან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მოვლისა და მხარდაჭერის პროცესებში. მუშაობის პროცესში გამოიყენება ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული  ფსიქოსოციალური ინტერვენციები, როგორიცაა, მაგალითად: ცხოვრების უნარ-ჩვევების დამოუკიდებლად გამომუშავება, ფსიქოგანათლება, თავის მოვლის და კომუნიკაციური უნარების დასწავლა/აღდგენა, არტთერაპია, ინდივიდუალური რაციონალური თერაპია და სხვ.  

სტატიები ბლოგიდან

ხათუნა თოდაძე 2019-10-17 12:21:12

მარიხუანა მედიცინის თვალთახედვით

 

შეულამაზებელი ფაქტები

 

უკანასკნელ ხანს კანაფის მოხმარებაზე კონტროლი მთელ მსოფლიოში შერბილდა და მისი პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. კანაფის პროდუქტების მიმართ საზოგადოების ლოიალურობამაც მოიმატა.
ამ თემის შესახებ მრავალი არაერთგვაროვანი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ქვეყნდება. იმის გასაგებად, რაზე მეტყველებს სამეცნიერო მონაცემები, რა გავლენას ახდენს მარიხუანა ადამიანის ჯანმრთელობაზე ან მართლა შეუძლია თუ არა მისთვის სიკეთის მოტანა, ექიმი-ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ის ნარკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვიცე-რექტორი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე ხათუნა თოდაძე გვესაუბრა:

სოფო მოსია 2019-11-06 13:16:57

როცა თამაში ხდება პრობლემა...

ფსიქოლოგის ბლოგი ქცევითი ადიქციის - თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ

 

კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის გადარჩენაც ვერ შევძელით, რომლის გადარჩენის საკითხი არც უნდა დამდგარიყო...

ახლახან, მსოფლიომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე სუიციდის წინააღმდეგ დიდი კამპანიით აღნიშნა, ბოლო სტატისტიკით, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში, ყოველ 40 წამში 1 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, მათ შორის გარკვეული ნაწილი „ადიქციის“ მსხვერპლია.  ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სამოქალაქო ომებით და ფორმაციის ცვლილებით ტრავმირებული საზოგადოება, ღია და ძალიან ხელმისაწვდომი სათამაშო ბიზნესი, ახალგაზრდულ ასაკში დიდი ცდუნებაა, რომლის გაძლება და გადალახვა დამოუკიდებლად ყველას არ შეუძლია.