- ივლისი 31, 2023
- ავტორი: Admin
- Category: პუბლიკაციები
განვითარებული საფრთხეებისა და ახალი მოვლენების მიმოხილვა და შეფასება
ევროპის ნარკომონიტორინგის ცენტრი EMSDDA 2022 წლის შემაჯამებელ სტატიაში მნიშვნელოვან აქცენტს ევროპის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უკანონო ნარკოტიკების მნიშვნელოვან გავლენაზე აკეთებს და რომ ეს პრობლემა არის ყველგან, მოიცავს ყველაფერს, რასაც ფსიქოაქტიური თვისებები გააჩნია და ეხება ყველას, ვინც შეიძლება პირდაპირ თუ ირიბად დაზარალდეს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებით და მასთან დაკავშირებული პრობლემებით.
ყველგან
დღეს ნარკომანიის პრობლემა თითქმის ყველგანაა. ქვეყნის შიგნით ის ვლინდება და ამძაფრებს სხვა სოციალურ პრობლემებს, როგორიცაა უსახლკარობა, ფსიქიკური აშლილობების მართვა და კრიმინალი, ძალადობის და კორუფციის უფრო მაღალი დონე, რომელიც გამოწვეულია ნარკომანიის ბაზრით ზოგიერთ ქვეყანაში. საერთაშორისო დონეზე, ნარკომანიის პრობლემები იზრდება ბევრ დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყანაში, რაც აფერხებს ქვეყნის განვითარებას და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევებს.
ყველაფერი
თითქმის ყველა ფსიქოაქტიური თვისებების მქონე ნივთიერება შეიძლება გამოჩნდეს ნარკოტიკების ბაზარზე არალეგალურად და გამოიწვიოს პრობლემა, ხშირად არასწორად ეტიკეტირებული ან მინარევების სახით წარმოდგენილმა პროდუქტმა შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი, რომელიც პოტენციურად არ აცნობიერებს რას იყენებს და ამით საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. სწორედ ამგვარი ნივთიერებები ქმნის ახალ გამოწვევებს სამართალდამცავ და მარეგულირებელ ორგანოებთან.
ყველა
ყველა ადამიანი შეიძლება გახდეს მსხვერპლი, გარკვეულწილად ზარალდება ნარკოტიკების უკანონო მოხმარებით, ნარკოტიკების ბაზრის ფუნქციონირებით და მასთან დაკავშირებული პრობლემებით ყველა, ნებისმიერი მოქალაქე, ეს აისახება კრიმინალის ზრდაზე, სოციალურ ფონზე, ჯანდაცვის სექტორზე და სხვა სფეროებზე.
ნარკოტიკების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების უფრო დიდი მრავალფეროვნება ქმნის ახალ გამოწვევებს ჯანმრთელობისა და პოლიტიკის სფეროში. უკანონო ნივთიერებების უმრავლესობის ხელმისაწვდომობა კვლავ მაღალია ევროკავშირის ქვეყნებში, ევროპა ასევე რჩება ზოგიერთი ნივთიერების, განსაკუთრებით სინთეზური ნარკოტიკებისა და კანაფის წარმოების მნიშვნელოვან ზონად. ნარკოტიკების მაღალ ხელმისაწვდომობას თან ახლავს ბაზარზე არალეგალური ნარკოტიკების დიდი მრავალფეროვნება, რის შედეგადაც მომხმარებელი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უფრო ფართო სპექტრის ზემოქმედებას ექვემდებარება და შესაძლოა ზედოზირების, ან მოწამვლის მსხვერპლიც კი გახდეს.
ევროპის ნარკომონიტორინგის სააგენტო განსაკუთრებით საგანგაშოდ კანაფის პოლიტიკას და რეგულაციებს მიიჩნევს,
კანაფი ევროპაში ყველაზე ხშირად მოხმარებულ არალეგალურ ნარკოტიკად რჩება. კანაფის მოხმარების ეროვნული კვლევებით დასტურდება რომ ევროპაში ზრდასრულთა დაახლოებით 8%-ს (15-დან 64 წლამდე ასაკის 22,6 მილიონი მოქალაქე) სავარაუდოდ გამოიყენებული აქვს კანაფი ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
ევროკავშირის ქვეყნების ზრდასრულთა დაახლოებით 1,3% (3,7 მილიონი ადამიანი) არის კანაფის ყოველდღიური ან თითქმის ყოველდღიური მომხმარებელი, 15-დან 34 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის, დაახლოებით 2,1% (2,1 მილიონი) არის კანაფის ყოველდღიური ან თითქმის ყოველდღიური მომხმარებელი. მათგან დაახლოებით სამი მეოთხედი მამაკაცია და უმრავლესობა (57%) 35 წლამდე და ეს არის ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის ამ ნარკოტიკთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ამ სფეროში განვითარებულ მოვლენებზე, როგორც ჩანს, ნაწილობრივ გავლენას ახდენს ამ ნივთიერების ახალი ფორმებისა და გამოყენების სპექტრის გაფართოება, კანაფის რეკრეაციული ბაზრების შექმნა ამერიკაში და ნაწილობრივ უფრო დიდი კომერციული ინტერესი სამომხმარებლო პროდუქტების წარმოებით, რომლებიც შეიცავს კანაფის მცენარის ექსტრაქტებს. ევროპაში კანაფის ეროვნული პოლიტიკა თანდათან ფართოვდება და ახლა, კანაფის უკანონო კონტროლის გარდა, მოიცავს კანაფის ზოგიერთი ფორმის რეგულირებას თერაპიული მიზნებისთვის და კომერციული პროდუქტების შექმნას.
ევროპაში ასევე იზრდება კანაფის მრავალფეროვანი პროდუქტების ხელმისაწვდომობა. ეს მოიცავს მაღალი მოქმედების ექსტრაქტებს და სურსათ-სანოვაგეს, რომლებიც დაკავშირებულია მწვავე ტოქსიკურობის გამოვლინებებთან. 2021 წელს დაფიქსირდა მცენარეული მასალის საერთო მატება, სადაც THC ან სხვა ბუნებრივი კანაბინოიდები სინთეზურ კანაბინოიდებთან ერთად აღმოჩნდა. კანაფის პროდუქტები, როგორც წესი, დაბალი THC შემცველობით, ფალსიფიცირებულია ძლიერი სინთეზური კანაბინოიდებით, ზოგიერთი სინთეზური კანაბინოიდი ძალზე ძლიერია და დაკავშირებულია ფატალურ და არალეტალურ დოზის გადაჭარბებასთან. კანაფის „სურსათ-სანოვაგე“ არის საკვები პროდუქტები, კანაფის ექსტრაქტით გაჟღენთილი “ტკბილეული”, რომლებიც სულ უფრო ხელმისაწვდომი გახდა არალეგალურ ევროპულ ბაზარზე 2021 წლიდან. ეს პროდუქტები წარმოადგენს რისკებს მათი THC შემცველობის გამო, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომლებიც იძენენ კომერციულ პროდუქტს საეჭვო შემადგენლობით. კვლევების შედაგად აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ნიმუში შეიცავს სინთეზურ კანაბინოიდებს, რაც კიდევ უფრო ზრდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ამ სფეროში.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების გავრცელება
კეტამინი, სავარაუდოდ, მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება ზოგიერთ ეროვნულ ნარკობაზარზე. კეტამინს ჩვეულებრივ შეიყნოსავენ, მაგრამ შეიძლება მისი ინტრავენურად გამოყენებაც. კეტამინი ასევე შეიძლება იყოს დამატებული სხვა ნარკოტიკების ნარევებში, მათ შორის MDMA ფხვნილებში და ტაბლეტებში. ის ასევე გვხვდება ნარევებში, რომლებიც იყიდება როგორც “ვარდისფერი კოკაინი”, პროდუქტი, რომელიც, როგორც ჩანს, იწვევს ახალგაზრდა მომხმარებელთა მზარდ ინტერესს.
- გასულ წელს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების (კეტამინისა და GHB-ის გამოკლებით) მოხმარების ინდექსი ახალგაზრდებში (15-დან 34 წლამდე) მერყეობს1%-დან 5.1%-მდე, კეტამინის გამოყენება კი ბოლო შეფასებებით ახალგაზრდებში (15-34) მერყეობს 0,4%-დან 0,8%-მდე.
- 2015-დან 2022 წლამდე ევროკავშირის 26 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ8 მილიონმა ახალგაზრდამ (15-დან 34 წლამდე) გამოიყენა MDMA გასულ წელს, 15-დან 24 წლამდე ასაკის 2.0%-მა (0.9 მილიონი) სავარაუდოდ გამოიყენა MDMA გასულ წელს.
სინთეზური სტიმულატორების გამოყენების გავრცელება და ნიმუშები
კოკაინის გარდა, სინთეზური სტიმულატორების მოხმარება დაკავშირებულია როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებთან. ინდიკატორების უმეტესობა გვიჩვენებს, რომ ამფეტამინი რჩება ყველაზე ხშირად გამოყენებულ არალეგალურ სინთეზურ სტიმულატორად ევროპაში.
- 2016-2022 წლებში ევროკავშირის 25 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა, რომლებიც აერთიანებს ამფეტამინსა და მეტამფეტამინს ერთად, აჩვენა, რომ 1,3 მილიონმა ზრდასრულმა ახალგაზრდამ (15-დან 34 წლამდე) გამოიყენა ამფეტამინი გასული წლის განმავლობაში (ამ ასაკობრივი ჯგუფის 1,3%).
ჰეროინი და სხვა ოპიოიდები
ისტორიულად, ჰეროინი იყო მთავარი ინტრავენური გამოყენების ნარკოტიკი, ამავე დროს რჩება ევროპაში ყველაზე ხშირად გამოყენებულ არალეგალურ ოპიოიდად, თუმცა, სხვა ნარკოტიკები, მათ შორის სტიმულატორები, ახლა უფრო ხშირად გამოიყენება ინექციის გზით, ან დამოუკიდებლად, ან ჰეროინთან, ან სხვა ოპიოიდებთან ერთად. ინექციური სტიმულატორის გამოყენება დაკავშირებულია ნარკოტიკების ხშირ ინექციურ მოხმარებასთან და ასოცირდება აივ ლოკალიზებულ აფეთქებებთან.2021 წელს ჰეროინის მოხმარების პრევალენტობა სტაბილური იყო. ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის 0,33% ანუ 1 მილიონი ადამიანი მოიხმარდა ოპიოიდებს 2021 წელს.
კოკაინის მოხმარების გავრცელება და ნიმუშები
კოკაინი გასული წლის მონაცემებით მეორე ყველაზე ხშირად მოხმარებადი ნარკოტიკია. გაზრდილი ხელმისაწვდომობა, როგორც ჩანს, დაკავშირებულია კოკაინის მოხმარების შესაძლო გავრცელების ზოგიერთ ნიშანთან უფრო მარგინალიზებულ ჯგუფებში, ზოგიერთ ქვეყანაში კოკაინის ინექციით და კრეკი კოკაინის გამოყენებასთან. ევროკავშირში გამოკითხვები აჩვენებს, რომ თითქმის 2,3 მილიონმა 15-დან 34 წლამდე (ამ ასაკობრივი ჯგუფის 2,3%) კოკაინი გამოიყენა გასულ წელს.
სხვა ნარკოტიკები
- LSD-ის, ასევე ჰალუცინოგენური სოკოების შემცველი ნივთიერებების ახალგაზრდებს შორის (15-დან 34 წლამდე) გამოყენების მაჩვენებელი თითქმის წინა წლის იდენტურია, ერთი პროცენტის ფარგლებში.
- ნარკოტიკების შესახებ ევროპის ვებ-გამოკითხვის რესპონდენტებს შორის, 20%-მა, ვინც მოიხმარა ნარკოტიკები ბოლო 12 თვის განმავლობაში, გამოიყენა LSD, ხოლო 13%-მა გამოიყენა კეტამინი.
წყარო: https://www.emcdda.europa.eu/publications/european-drug-report/2023_en