ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, რომელიც ორი დაწესებულების – სს „მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტისა“ და სს „ნარკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ შერწყმის შედეგად შეიქმნა, ამ სახელწოდებით 2012 წლის 23 მაისიდან ფუნქციონირებს. ცენტრში 600-მდე ადამიანია დასაქმებული 19 ფილიალის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
ცენტრი „ნარკომანიისა“ და „ფსიქიატრიის“ სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებაა. აღნიშნული პროგრამები ყოველწლიურად მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით – „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“.
ფსიქიატრიული მიმართულების სერვისები მოიცავს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას. გარდა ამისა, ცენტრში ფუნქციონირებს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის განყოფილება, რომელიც, ძირითადად, ემსახურება გრძელვადიან, სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფ, ფსიქიკური აშლილობის მქონე ზრდასრულ პირებს.
ბავშვებისათვის ფუნქციონირებს ამბულატორიული მომსახურების განყოფილება.
ნარკოლოგიური მიმართულება, ასევე უზრუნველყოფს ამბულატორიული, სტაციონარული და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებას.
სტაციონარული განყოფილება, დეტოქსიკაციის კურსის ფარგლებში, ახორციელებს ალკოჰოლსა და სხვა ფსიქოატიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობას.
ცენტრში ფუნქციონირებს მეთადონითა და სუბოქსონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც, 5000-ზე მეტი ბენეფიციარი იღებს შესაბამის მკურნალობას, ცენტრის ყველა ფილიალის მასშტაბით.
2017 – 2018 წლებში “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებდა C-ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას.