ნარკოლოგია

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის განყოფილება ემსახურება ნარკოტიკების მომხმარებელთა ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციას.

 

მიზანი:

  • მავნე დამოკიდებულების დაძლევა;
  • ფსიქოლოგიური თვითშეგრძნების გაუმჯობესება;
  • ცხოვრების ხარისხის გაზრდა;
  • ადეკვატური განწყობებისა და დამოკიდებულებების ფორმირება;
  • საზოგადოებასთან ინტეგრაცია.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კურსს გადიან:

  • პაციენტები, რომლებიც ჩართულნი არიან ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში;
  • პირები, რომლებმაც ჩაიტარეს სტაციონარული, ან ამბულატორიული დეტოქსიკაცია;
  • თვითდინებით მოსული პირები, რომლებსაც აქვთ მსგავსი საჭიროებები.

 

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრში არსებული სერვისები

ფსიქოლოგიური დახმარების კომპონენტი:

  • ფსიქოდიაგნოსტიკა – ჩართვისას, პერიოდულობით და საჭიროებისამებრ;
  • ინდივიდუალური ფსიქოკორექცია;
  • ჯგუფური ფსიქოკორექცია;
  • ფსიქოლოგიური კონსულტაცია;
  • არტთერაპია-ერგოთერაპია;
  • ბენეფიციარის და/ან მისი ოჯახის წევრის/პარტნიორის/მზრუნველის კონსულტირება.

სოციალური დახმარების კომპონენტი:

  • ბენეფიციარის მდგომარეობისა და საჭიროებების განსაზღვრა/შეფასება;
  • სოციალური კონსულტირება სოციალური თანხლება – საჭიროებისამებრ;
  • ბენეფიციარის და/ან მისი ოჯახის წევრის/პარტნიორის/მზრუნველის სწავლება/ტრენინგი.

სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპონენტი:

  • ციგუნთერაპია;
  • ფიზიკური ვარჯიში.

არტთერაპია-ერგოთერაპია – წარმოადგენს ფსიქოკორექციული ინტერვენციის ერთ-ერთ ეფექტიან მიდგომას. პაციენტებს საშუალება ეძლევათ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და განახორციელონ თანმიმდევრული კონსტრუქციული აქტივობები (ხატვა, ძერწვა, ხეზე და ლითონზე მუშაობა), რომელიც მიმართულია წარმოსახვისა და ნებელობის ფუნქციების განვითარებაზე. ამ სახის აქტივობები მნიშვნელოვნად განაპირობებს კონსტრუქციული ქცევის ჩამოყალიბებას, რაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დროს პირდაპირპროპორციულად იცვლება.

მკურნალობისა და რეაბილიტაციის აღმოსავლური მეთოდი „ციგუნი“ – წარმოადგენს ჩინურ სამკურნალო განხრას, რომელიც შეიცავს კომპლექსურად ფიზიკურ, მენტალურ, სუნთქვით,  ენერგეტიკულ სავარჯიშოებს, რაც ეხმარება ადამიანს ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემებისგან (სტრესი, აგრესია, მეხსიერების პრობლემები, ნერვული აშლილობა) გათავისუფლებაში, სრული რელაქსაციის, ფიზიკური ჰარმონიულობის მიღწევაში. აღნიშნული მეთოდი აუმჯობესებს  ადამიანის იმუნურ სისტემას და შინაგანი ორგანოების უკეთ ფუნქციონირებას.

სპორტულ-გამაჯანსარებელი აქტივობა  – განყოფილებაში არსებული სპორტული დარბაზი თანამედროვე სპორტული ინვენტარითაა აღჭურვილი. აქ ტარდება ფიზიკურ-გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომლებიც გარდა ფიზიკური გაჯანსაღებისა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პაციენტების მიერ აგრესიულობის მართვას, შფოთვის და დეპრესიის მაღალი დონის რეგულირებას.

 

ცენტრის დამხმარე , არაფორმალური კომპონენტი:

  • კლუბური შეკრებები და თვითდახმარების ჯგუფები;
  • სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები: „ლიტერატურის საათი“, ტრენინგები, არაფორმალური შეხვედრები;
  • „კომპიუტერული კლასი“ – ცენტრში პაციენტებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ კომპიუტერზე მუშაობა, ისარგებლონ ინტერნეტითა და სხვადასხვა პროგრამით;
  • სულიერი დახმარება – ცენტრის ბენეფიციარებს საშუალება აქვთ პერიოდულობით შეხვდნენ მოძღვარს, რომელიც ესაუბრება მათ სულიერ საკითხებზე, ეხმარება სხვადასხვა პრობლემის გადაჭრასა და ეკლესიური ცხოვრების დაწყებაში.