კანქვეშა იმპლანტაცია წამალდამოკიდებული პირებისთვის

“ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი” ოპიოიდების ჯგუფში შემავალი (მორფინი, ჰეროინი, მეთადონი, ბუპრენორფინი და სხვა) ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელ და დამოკიდებულ პირებს,  რემისიის (თავშეკავება) შენარჩუნების მიზნით, გთავაზობთ პრეპარატ ნალტრექსონის კანქვეშა იმპლანტაციას საქართველოში რეგისტრირებული მედიკამენტით, რომლის სავაჭრო დასახელებაა ედტრექსი (ADDTREX765 IMPLANT).

პროცედურა ტარდება იმუნოქიმიური სტრიპტესტირები შემდეგ  (ნარკოტიკულ საშუალებების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით).  პაციენტს არ უნდა დაუდასტურდეს ოპიოიდურ ჯგუფში შემავალი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი.

ნალტრექსონი არის ოპიოიდური რეცეპტორის სპეციფიური ანტაგონისტი და გამოიყენება ალკოჰოლური და ოპიოიდური დამოკიდებულების სამართავად, ის არის ოპიოიდური ანტაგონისტი მცირედით ოპიოიდური აგონისტური მოქმედებით.  ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი ინპლანტი წარმოადგენს ნელი გათავისუფლების კოპოლიმერზე დაფუძნებულ პრეპარატს, რომლის ჩასმაც ხდება ქირურგიული მეთოდით საზარდულის მიდამოს კანქვეშა ქსოვილში.

ნალტრექსონი არის ძირითადი აქტიური ნივთიერება, რომელიც კონკრეტულად  აბლოკირებს აგონისტების კავშირს ან ახდენს მათ ჩანაცვლებას ოპიოიდური რეცეპტორებიდან. იგი მოქმედებს ყველა ტიპის ოპიოიდურ რეცეპტორზე და ახდენს ეგზოგენური ოპიოიდების – ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების და მათი სუროგატების ( მათ შორის მორფინი) ეფექტების მოხსნას ან პრევენციას. იგი ამცირებს ან ანეიტრალებს ოპიოიდების მიღებით გამოწვეულ სიმპტომებს. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება არ იწვევს დამოკიდებულების ან ტოლერანტობის განვითარებას.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2 301053