- ივნისი 15, 2023
- ავტორი: Admin
- Category: სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა – ლადო ხელაძემ და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა – ბორის თაყაიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისები.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სააგენტოს არასრულწლოვან ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ფსიქიატრის კონსულტაციით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგიც. ბენეფიციარის ოჯახის წევრებთან ჩატარდება ფსიქოგანათლების სამუშაო ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქიატრები კონსულტირებას გაუწევენ სააგენტოს ფსიქოლოგებს ბენეფიციარებისთვის მათზე მორგებული, ხარისხიანი სერვისის მიწოდების მიზნით.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ხელს შეუწყობენ ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისის დროულ ხელმისაწვდომობას, ცნობიერების ამაღლებასა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას.