- აგვისტო 17, 2020
- ავტორი: Admin
- Category: სიახლეები
2017 წლის 27–28 სექტემბერს ქ. თბილისში ჩატარდა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის (დტსუ) და ესტონეთის სამედიცინო კლასტერის სამუშაო შეხვედრები ელ-სისტემათა ბაზებსა და მათ განვითარებაზე საქართველოში.
27 სექტემბერს გაიმართა კონფერენცია რეგიონული ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმღვანელობის, აღნიშნული ცენტრის მართვის ქვეშ მყოფი რეგიონული საავადმყოფოების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დტსუ–ს და მისი (დტსუ) პარტნიორი კლინიკების მონაწილეობით.
28 სექტემბერს ჩატარდა საქართვლო–ესტონეთის კონფერენცია საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში
შედგა სამუშაო შეხვედრები თბილისის ცენტრალურ ჰოსპიტალსა და გაგუას კლინიკაში და შეხვედრა დტსუ–ს რექტორ პროფ. ლ.ტვილდიანთან.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ
• ინსტიტუციურ და პიროვნულ კომუნიკაციას;
• დაგეგმავენ ერთობლივ პროექტებსა და შემდგომ შეხვედრებს, ასევე
• კონსულტაციებს ესტონურ მხარესთან კონკრეტულ საკითხებზე, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე, სერვისების მიწოდების ორგანიზაციის და/ან კონკრეტული პათოლოგიის და/ან ავადმყოფის მართვის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის საკითხებზე.