ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 10/10/2020

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაციის მიერ პირველად 1992 წლის 10 ოქტომბერს აღინიშნა.
წელს, COVID-19– ის გამო მსოფლიო საგანგებო ვითარების უპრეცედენტო გავლენას განიცდის, რამაც მილიონობით ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის კრიზისი, პირველ რიგში, ფიზიკური ჯანმრთელობის კრიზისია, მას სერიოზული ფსიქიკური კრიზისის გამოწვევაც შეუძლია, ამ კრიზისმა უკვე დააზიანა საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

მსოფლიო იბრძვის ვირუსის წინააღმდეგ და ეძებს გამოსავალს მომატებული შფოთის, შიშის, იზოლაციის, სოციალური დისტანცირებისა და შეზღუდვების, გაურკვევლობისა და ემოციური სტრესის ფონზე. დღეს, როდესაც მსოფლიოში დაახლოებით 450 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ფსიქიკური აშლილობით, სადაც ყოველი ოთხიდან ერთი ადამიანი განიცდის ფსიქიკურ აშლილობას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ფსიქიური, ნევროლოგიური და ნივთიერებების მოხმარების ფონზე არსებული დარღვევები მნიშვნელოვნად აისახება მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (2018) განცხადებით, ყოველ 40 წამში 1 ადამიანი თვითმკვლელობით იღუპება, ეს კი ყოველწლიურად, 800 000-ზე მეტ ადამიანს ნიშნავს, რაც უფრო მეტია, ვიდრე ომისა და მკვლელობის შედეგად დაღუპული ადამიანების საერთო რაოდენობა…
ეს მწვავე სურათი მოითხოვს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორც არასოდეს უნდა გახდეს პრიორიტეტული ჯანდაცვის სფეროსთვის. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (2018) აღინიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იზრდება, რაც შეიძლება გლობალურ ეკონომიკას 16 ტრილიონ დოლარამდე დაუჯდეს 2010-2030 წლებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა:
”მსოფლიო იღებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის კონცეფციას. ფსიქიკური ჯანმრთელობა უნდა იყოს UHC– ს განუყოფელი ნაწილი. არავის უნდა შეეზღუდოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიღება, რადგან ის ღარიბია ან შორს ცხოვრობს.
დროა, ჯანმრთელობის უნივერსალური დაფარვისკენ სწრაფვა გახდეს ძირითადი მიზანი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მდგრადი განვითარების პირობებში. თითოეული ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ფსიქიატრიული ჯანმრთელობისთვის საჭირო სერვისები და ეს უნდა დაიწყოს ძლიერი პირველადი ჯანდაცვით, რომელიც ორიენტირებულია ინდივიდების, ოჯახებისა და თემების საჭიროებებსა და შეღავათებზე“

ჯანდაცვის ამჟამინდელი საგანგებო მდგომარეობის დროს კიდევ უფრო აქტუალურია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის აუცილებლობა. ამიტომაც 2020 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემა იქნება:

„ფსიქიკური ჯანმრთელობა ყველასთვის
მეტი ინვესტიცია – მეტი წვდომა“

ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანის უფლებაა – დროა, ფსიქიკური ჯანმრთელობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ხარისხიანი, ხელმისაწვდომი პირველადი ჯანდაცვა წარმოადგენს საყოველთაო ჯანმრთელობის დაფარვის საფუძველს და მსოფლიოში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით ეს გადაუდებლად აუცილებელია.
ამიტომ საჭიროა ფსიქიკური ჯანმრთელობა რეალობად ვაქციოთ ყველასთვის – ყველასთვის, ყველგან.

მეტი ჩართულობით, მეტი კომუნიკაციით, თანამშრომლობითა და პარტნიორობით ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ინვესტიციების პრიორიტეტულობა, განსაკუთრებით COVID-19- ის პირობებში, სოციალური დისტანცირების და ”ჩაკეტვის” მიუხედავად
გეპატიჟებით, შეუერთდეთ ჩვენს მოწოდებას, რათა ხაზი გაუსვათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრიორიტეტულობას პანდემიის პირობებში.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე არ არის უბრალოდ ერთდღიანი ღონისძიება. დავიწყოთ დღეს და გავაგრძელოთ ხვალ!
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ჩვენი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიტიკული დღის წესრიგების შესახებ, ვიმოქმედოთ და შევქმნათ მდგრადი ცვლილებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობაში.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი გიწვევთ ონლაინ დისკუსიაში ჩასართავად
ჩვენ გვინდა ფსიქიატრიული ზრუნვა გახდესს ყველასათვის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება ინფორმირებულობაზე, განათლებაზე, ადვოკატირებაზე, ხელმისაწვდომობაზე და მოქმედებაზე.
ონლაინ კონფერენციას ფსიქიატრი, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ფსიქიატრიის მიმართულებით, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი გაუძღვება, დისკუსიაში მონაწილეობას ფსიქიატრი დავით ზურაბაშვილი, პროფესორი მანანა ბოკუჩავა და პროფესორი თეიმურაზ სილაგაძე მიიღებენ. სფეროში მომუშავე ყველა დაინტერესებულ პირს გიწვევთ მიიღოთ მონაწილეობა და ცაერთოთ დისკუსიაში.
კონფერენცია გაიმართება zoom პლატფორმით ონლაინ ცენტრის ფეისბუქ გვერდზე (https://www.facebook.com/cmhpa.ge) 9 ოქტომბერს 19.00 საათზე