სიახლეები

ლიეტუვის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი 2018-11-26 09:46:27

21 ნოემბერს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" სტუმრად იმყოფებოდნენ ლიეტუვის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ მათ   ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური მიმართულების სერვისები, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დასკვნა 2018-08-27 00:00:00

2017 წლის წლის 28 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წარმოებაში მიიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, რომლის მიხედვითაც შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ არსებული პრაქტიკა, სავარაუდოდ, ხელს უწყობდა ქალი წამალდამოკიდებული პაციენტების სტიგმატიზაციას, ჩაგვრასა და დისკრიმინაციის წახალისებას, როგორც მათი სქესის, ასევე წამალდამოკიდებულების გამო.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განცხადება შესწავლილი იქნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ აქტიური ჩართულობით, რის საფუძველზეც 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შეწყვეტილი იქნა საქმისწარმოება და დადგინდა, რომ ცენტრის პოზიცია ცალსახადაა მიმართული თანასწორი გარემოს შექმნისკენ, ხოლო ცენტრის მიერ შემუშავებული ანტიდისკრიმინაციული რეგულაციები და გატარებული ღონისძიებები, წინგადადგმული ნაბიჯია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნისკენ.

ახალი განყოფილების გახსნა ფონიჭალაში 2018-07-30 09:01:48

"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარებისთვის ქსელს აფართოებს. ცენტრის ხელმძღვანელობით, მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში გაიხსნა. რუსთავის გზატკეცილზე 18/20 ნომერში მდებარე განყოფილება დაახლოებით 600 ბენეფიციარს მოემსახურება.

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მსგავსი განყოფილებების გახსნა თბილისსა და რეგიონებში კიდევ არის დაგეგმილი, რათა მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. 

სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, თბილისში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის 9 განყოფილება ფუნქციონირებს, ხოლო რეგიონებში - 10 .

"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების ფარგლებში 7000-მდე ბენეფიციარს ემსახურება.

ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 2018-06-26 00:00:00

2018 წლის 26 ივნისს, სათემო ორგანიზაციების - „ახალი ვექტორი“ და „ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელი - ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“ ორგანიზებით, მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, მთავარი ლოზუნგით:

ჯანსაღ ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს!

მინი ფეხბურთის ტურნირის ფარგლებში, გუნდები ჩამოყალიბდა სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისგან და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისგან, მათ შორის იყვნენ სტუდენტები და ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაცია. ღონისძიებაში მონაწილეობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიც.
საზოგადოებრივი ღონისძიება ასევე შეუერთდა საერთაშორისო კამპანიას: „მზრუნველობა დასჯის ნაცვლად“ (Support, Don’t Punish), რომელიც აღინიშნება „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.


ნარკოლოგების უფასო კონსულტაციები ერთი თვის განმავლობაში 2018-05-07 09:21:26

ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ უფასო კონსულტაციის სერვისით "ფსიქიკური ჯანმრთელობის და დანრკომანიის პრევენციის ცენტრის" ნარკოლოგებთან, მიმდინარე წლის 7 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლის პერიოდში.

შეხვედრა ფსიქიატრთა საზოგადოების მმართველი ორგანოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატებთან 2018-03-12 10:52:29

2018 წლის 12 მარტს, 13:00-ზე“ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ დარბაზში გაიმართა შეხვედრა ფსიქიატრთა საზოგადოების მმართველი ორგანოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატებთან - თამარ ალადაშვილთან, ეკა ბერძენიშვილთან, ედიშერ ბენიძესთან, მანანა ელიაშვილთან, ნანა ზავრადაშვილთან, დავით ზურაბაშვილთან, ლევან კოხრეიძესთან, ბიძინა მგალობლიშვილთან, ნინო ოკრიბელაშვილთან, ეკა ჭყონიასთან და ნონა ჯანგველაძესთან.

ნარკოლოგიური მიმართულების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა 2018-01-12 10:50:56

2018 წლის 12 იანვარს 12:00-ზე ქავთარაძის 21ა-ში „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ ნარკოლოგიური მიმართულების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებას დაესწრნენ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, გენერალური დირექორის მოადგილე ხათუნა თოდაძე და  „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი დაარსდა 2010 წელს „გლობალური ფონდის“ დაფინანსებით, ხოლო 2017 წლის ივლისის თვიდან ცენტრის ფინანსირება სრულად აიღო თავის თავზე „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ“. ცენტრის მიზანია მავნე დამოკიდებულების დაძლევა, ცხოვრების ხარისხის გაზრდა, ადეკვატური განწყობებისა და დამოკიდებულებების ფორმირება და საზოგადოებასთან ინტეგრაცია.
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ამბულატორიული ტიპისაა და მოიცავს შემდეგი ტიპის სერვისებს: ფსიქოლოგიური დახმარება, სოციალური დახმარება, შემთხვევის მართვა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობა და ა. შ. .
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კურსს გადიან როგორც პაციენტები, რომლებიც ჩართულნი არიან ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში, ასევე პირები, რომლებმაც ჩაიტარეს სტაციონარული, ან ამბულატორიული დეტოქსიკაცია და თვითდინებით მოსული ადამიანები, მსგავსი საჭიროებებით.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის არსებული მდგომარეობის, პროგრამის შედეგებისა და მიღწევების განხილვა 2017-12-01 10:48:55

2017 წლის 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში.
საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფმა განიხილა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის არსებული მდგომარეობა, პროგრამის შედეგები და მიღწევები, წინა რეკომენდაციებით გათვალისწინებული საკითხების მდგომარეობა, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეული პროგრესი და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები. ჯგუფმა შეაფასა ჩატარებული სამუშაოები და შეიმუშავა რეკომენდაციები პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის პერიოდული ჩართულობა სწორ მიმართულებას შესძენს და ახალ პერსპექტივებს დაუსახავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. ჯგუფის წევრები შეირჩა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და სხვა საზოგადოებრივ და აკადემიურ პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად. 2017 წლის 1 დეკემბერს საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფს, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ხათუნა თოდაძემ გააცნო პილოტური პროექტი, C ჰეპატიტის სკრინინგი და მკურნალობა ოპიოდებით ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრში „ერთი ფანჯრის „ პრინციპით.
აღსანიშნავია, რომ ცენტრის ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათები C ჰეპატიტის მკურნალობის ჩაღრმავებული დიაგნოსტიკისთვის, რაც ერთადერთი ფასიანი კომპონენტია C ჰეპატიტის სკრინინგ- მკურნალობის ჯაჭვში ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში. „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევეცციის ცენტრისა” და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. ცენტრის ბენეფიციარი თავისუფლდება ჩაღრმავებული დიაგნოსტიკის ღირებულების 60-70 %-გან. ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფმა მაღალი შეფასება მისცა ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრში „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მკურნალობის გამოცდილებას და მოუწოდა მსგავსი სერვისის მაქსიმალურად გაფართოებისკენ, მთელი ქვეყნის მაშტაბით.

მოლდოვის რესპუბლიკის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების ვიზიტი 2017-10-20 10:42:12

2017 წლის 18-20 ოქტომბერს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის რესპუბლიკის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო დაეთვალიერებინათ ფსიქიატრიული სტაციონარი, გაცნობოდნენ პაციენტთა მდგომარეობას ერთ კონკრეტულ ინსტიტუციაში. სტუმრებმა დაათვალიერეს ფსიქიატრიული სტაციონარული განყოფილება, გაესაუბრნენ პაციენტებს და პერსონალს. ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა ისაუბრა დაწესებულების დაარსების, არსებული იფსიქიატრიული სერვისების და იმ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რასაც მონიტორინგის შედეგად სპეციალური პრევენციული ჯგუფი და სახალხო დამცველი აძლევს დაწესებულებას. სტუმრებმა ინტერესით დაათვალიერეს სოციალური რეაბილიტაციის განყოფილებაში პაციენტთა ნამუშევრები. სოციალური რეაბილიტაციის განყოფილების უფროსმა - ლალიწულეისკირმა აღნიშნა, რომ დ აწესებულების მენეჯმენტი აღიარებს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის აქტივობების მნიშვნელობას პაციენტთა გამოჯანმრთელების პროცესში და მხარს უჭერს აღნიშნულ საქმიანობას.

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პაციენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 2017-11-29 10:10:54

ფსიქიატრიის სტაციონარის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პაციენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას, რომელიც ორგანიზებული იყო 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის“ მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მოადგილეს ნინო ოკრიბელაშვილს დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა.
2017 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემა სამუშაო ადგილებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაა. უმუშევრობა ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის ყველაზე აღიარებულ რისკ-ფაქტორს, ხოლო სამუშაო ადგილზე დაბრუნება - მისი დაცვის საშუალებას წარმოადგენს. არასათანადო სამუშაო გარემო ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობი სამუშაო ადგილებს შეუძლია გაზარდოს პროდუქტიულობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობები მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 1 ტრილიონი დოლარით აზარალებს. 
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 1992 წლიდან აღინიშნება და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.