2017 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად, ამბულატორიული ფსიქიატრიული ამბულატორიული განყოფილება უზრუნველყოფს ოჯახის, ან უბნის ექიმის, ასევე ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულების მიმართვით გადმოგზავნილ, აღრიცხვაზე აყვანილ, თვითდინებით მოსული (დიაგნოზის დაზუსტების შემდგომ) საქართველოს მოქალაქეების მომსახურებას, რომელთაც შემდეგი ფსიქიკური პრობლემები აქვთ:
- ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით
- შიზოფრენია, შიზოტოპური აშლილობანი
- აფექტური აშლილობანი
- რეაქცია მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევები
- გონებრივი ჩამორჩენა
- ფსიქიკური განვითარების დარღვევები
- ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური აშლილობანი
პაციენტის ამბულატორიულ აღრიცხვაზე აყვანა ხდება მისი სურვილის შემთხვევაში, თუმცა, 16 წლამდე ასაკის, ან/და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პაციენტის შემთხევაში, მხარდამჭერი პირის წერილობითი თანხმობა აუცილებელია.
აღნიშნულ მომსახურებაში შედის მედიკამენტური მკურნალობა, ბინაზე ვიზიტი, საჭიროებიდან გამომდინარე და ა. შ.