ფსიქიატრიული ექსპერტიზა

ამბულატორიული სასამართლო – ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილების სერვისები “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“:

  1. სამოქალაქო პროცესთან დაკავშირებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა;
  2. სამოქალაქო პროცესთან დაკავშირებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა დამატებითი საექსპერტო საკითხის გადაწყვეტით;
  3. ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა განსასჯელის შერაცხადობის დადგენის მიზნით;
  4. ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ორზე მეტი დამატებითი საექსპერტო საკითხის გადაწყვეტით;
  5. მოწმის ამბულატორიული სასამართლო -ფსიქიატრიული ექსპერტიზა;
  6. მოწმის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა პატიმართა ფსიქიკური შერაცხადობის დადგენის მიზნით;
  7. ფსიქოლოგიური ექსპერტიზა;
  8. ამბულატორიული ექსპერტიზის საკითხებთან დაკავშირებული შემოწმება;
  9. სხვა არაფსიქიატრიული პროფილის სამედიცინო დაწესებულებებიდან მომართვის საფუძველზე, მოქალაქე პირთა ამბულატორიული შემოწმება;
  10. საქართველოს ცენტრალური გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის მომართვით წვევამდელების ამბულატორიული ფსიქიატრიული ექსპერტიზა;
  11. სოციალური სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.