„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის და ნარკოლოგიის სამეცნიერო ექსპერტთა საბჭო ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულია და შედგება ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური მიმართულების ჯგუფებისგან.
სამეცნიერო ექსპერტთა საბჭოს მიზანი:
- “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” სამეცნიერო პოტენციალის რეალიზება;
- ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დარგის განვითარების ხელშეწყობა.
სამეცნიერო ექსპერტთა საბჭოს ამოცანები და ფუნქციები:
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
- დიაგნოსტიკის, მკურნალობა/რეაბილიტაციის, ზიანის შემცირებისა და პროფილაქტიკური საქმიანობის შეფასება არსებული ღონისძიებების ეფექტიანობისა და საჭიროებების განსაზღვრის მიზნით;
- კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობა, განზოგადება და წინადადებების შემუშავება დარგის სრულყოფის მიზნით;
- მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა.
სამეცნიერო ექსპერტთა საბჭოს მოვალეობები:
- ცენტრის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მონაწილეობა;
- საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, ცენტრის კვლევების შედეგების წარმოჩენის და დარგის განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.