- ოქტომბერი 1, 2020
- ავტორი: Admin
- Category: სიახლეები
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აგრძელებს ნარკოდამოკიდებულების პრევენციულ კამპანიათა ციკლს, სლოგანით „არ გასინჯო“. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანიას სპორტსმენები შემოერთდნენ. საკალათბურთო კლუბი „რუსთავი 1991“ საკუთარი ინიციატივით, მთელი შემადგენლობით ჩერთო ანტინარკოტიკულ კამპანიაში. კლუბის წევრებმა ნებაყოფლობით ჩაიტარეს ნარკოტესტირება ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ბაზაზე, რუსთავის კალათბურთელები გამოწვევას უგზავნიან სხვა კომპანიებს, ოჯახებს, სააღმზრდელო დაწესებულებებს, დროულად ჩაუტარონ მოზარდებს, ახალგაზრდებს ნარკოტესტი და მიიღონ პრევენციული ზომები წამალდამოკიდებულებისგან მათ დასაცავად.
კლუბის მთავარი მწვრთნელი, ანატოლი ბოისა ამბობს: “ჩვენ არა მხოლოდ პროპაგანდას ვეწევით,
ჯანსაღი ცხოვრების წესისას, თავად მივსდევთ ამ წესს და გვინდა ვიყოთ სამაგალითოები, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ საკალათბურთო კლუბი რუსთავი დაკომპლექტებულია სამაგალითო სპორტსმენებით და რომ ესაა სწორი არჩევანი – ჯანსაღ ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს!”.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე მოუწოდებს ახალგაზრდებს უარი თქვან ყოველგვარ ნარკოტიკზე და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით – “ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის აუცილებელია, რომ ამგვარ კამპანიებში მეტი ცნობადი, წარმატებული სახე იყოს ჩართული, რათა საყოველთაოდ ნათელი გახდეს, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, ავადმოხმარება არის საშიში და საუკეთესო პრევენცია მოზარდებისთვის, ახალგაზრდებისთვის არის უარი ყოველგვარ ნარკოტიკს და მის ერთჯერად გასინჯვასაც კი, ჩვენი კალთბურთელები ამისი საუკეთესო მაგალითები არიან და ისინი გამოწვევას უგზავნიან საზოგადოებას, აირჩიონ ჯანსაღი, სპორტული და სუფთა ცხოვრება”
კამპანია კიდევ ერთხელ შეახსენებს ახალგაზრდებს, რომ ჯანსაღ ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს, უარი ყოველგვარ ნარკოტიკს, წამალდამოკოდებულების საუკეთესო პრევენიცია ერთადერთია – არ გასინჯო!