არ გასინჯო! – ფსიქოლოგის ინტერაქტივი სკოლის მოსწავლეებთან

ფსიქიკური ჯანმრთელობას და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის რეაბილატაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი სოფო მოსია, პრევენციული შეხვედრების პროექტის ფარგლებში პირველი ექსპერიმენტული სკოლის მეშვიდე-მეთორმეტე  კლასის მოსწავლეებს შეხვდა, მთავარი სასაუბრო თემა, სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგების გადაწყვეტილებით შეირჩა – თამბაქოსა და მარიხუანას მოხმარება მოზარდებში, მოხმარებით გამოწვეული რისკები და გართულებები. ფსიქოლოგმა მათთვის გასაგებ ენაზე ახსნა ნარკოტიკული ნივთიერებების გავლენა ორგანიზმზე, გართობის, ხანმოკლე ეიფორიის საპირწონედ მიღებული ზარალი საკუთარი ჯანმრთელობის ნგრევის ფასად. მოსწავლეები დაინტერესდნენ თამბაქოსა და მარიხუანას  მოხმარების ტენდენციებზე ევროპასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

“ახალი თაობა, მოზარდები, უკვე თანხმდებიან, რომ ეს მოდური აღარაა და დღეს მათ გარემოში და მათ თანატოლებში პოპულარული ჯანსაღი ცხოვრების წესია, მოვიყვანეთ კონკრეტული მაგალითები,  რომ ერთხელ გასინჯვაც კი შესაძლოა დამოკიდებულებით დასრულდეს და შევთანხმდით, რომ ყველაზე სწორი და მარტივი გამოსავალი ერთია -არ გასინჯო! ვისაუბრეთ მათთვის თანამედროვე, თავისუფალ ღირებულებებზე, გართობაზე, ჯანსაღი ცხოვრების მათთვის მისაღებ ცხოვრების წესზე, ამბიციებზე პიროვნული აღიარებისა და განვითარებისთვის. იმედისმომცემია ჩვენი მოზარდი თაობა, ისინი სწორად ალაგებენ პრიორიტეტებს და იციან დროის და ჯანმრთელობის ფასი, შევთანხმდით რომ თანატოლებში ამაზე ხშირად ისაუბრენე და მეტ თანამოაზრეს გაიჩენენ ამ მიმართულებით.” – ამბობს სოფო მოსია

მსგავსი ინტერაქტიული შეხვედრები მოზარდებთან კვლავაც გაიმართება, ჩვენი ცენტრი მზადაა პრევენციული საუბრები მოზარდებთან და ახალგაზრდებთან ინტენსიურად და სხვადასხვა ფორმატში გამართოს.