- ოქტომბერი 12, 2023
- ავტორი: Admin
- Category: სიახლეები
„მნიშვნელოვანია, რომ სწორედ უნივერსიტეტის კედლებში მიმდინარეობს დისკუსია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების შესახებ, რადგან ჩვენ ვემსახურებით ახალგაზრდა თაობის აღზრდას და მათ უნდა მონაწილეობა მიიღონ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, სადაც ადამიანის ჰარმონიულ განვითარებაზე ზრუნვა უმთავრესი პრიორიტეტი იქნება,“- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარემ ნინო ოკრიბელაშვილმა.
შეხვედრაზე განიხილებოდა პრობლემის გადაჭრის გზები, სამომავლო გეგმები და გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით არის დაგროვილი.
მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიაზროს, რომ კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ზოგადი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. სახელმწიფო პროგრამები დღეს არაერთ სერვისს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს მოქალაქეს, თუმცა ამ შეხვედრაზე დარგის სპეციალისტები, უფლებადამცველები, სოციალური მუშაკები ღიად საუბრობენ იმ პრობლემებზეც, რაც დღეს სფეროს აქვს და გადაჭრის გზებზე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სერვისის ხარისხი და გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმრებს აქტიური ჩართულობისთვის და იმ ამაგისთვის, რაც მათ ამ სფეროს განვითარებაში უკვე აქვთ ჩადებული” – აღნიშნა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბორის თაყაიშვილმა
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პაციენტთა ნახატების გამოფენა.