ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის არასახელმწიფო პროგრამიდან სახელმწიფო პროგრამაში გადმომსვლელ პაციენტთა საყურადღებოდ!

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პროცედურა განისაზღვრა. ცვლილება იმ პაციენტებს ეხება, ვინც მანამდე სერვისს, კერძო სუბიექტებისგან იღებდა.

პაციენტებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ 2025 წლის 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში – რეგისტრაცია განხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 15:00-დან 18:00 საათამდე.

რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე ონლაინ ვებგვერდზე – ost.moh.gov.ge

ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლისთვის პაციენტი, 2025 წლის 1 აგვისტომდე, ჩართული უნდა იყოს ჩანაცვლებითი მკურნალობის შესაბამის პროგრამაში.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ პაციენტი SMS შეტყობინებას მიიღებს, სადაც მითითებული იქნება, როდის და სად უნდა გამოცხადდეს წამლის მისაღებად.

ადგილზე რეგისტრაციისთვის პაციენტს შეუძლია გამოცხადდეს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ მისამართზე, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ადგილზე რეგისტრაცია განხორციელდება 2025 წლის 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 15:00-დან 18:00 საათამდე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის შემდეგ ტერიტორიულ განყოფილებებში:

თბილისი, ლევან ჩარკვიანის ქუჩა N10

თბილისი, პ. ქავთარაძის II ჩიხი

თბილისი, ნინოშვილის ქუჩა N60

თბილისი, გლდანის “ა” მ/რ კორპუსი N70 -ის მიმდებარე, ფართი N4

თბილისი, ქვ. ფონიჭალა რუსთავის გზატკეცილი 18/20

ბათუმი, ჯაყელის ქუჩა N44

ქობულეთი, თავისუფლების ქუჩა N23

ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა N52

ფოთი, ლოლუას ქუჩა N8

გორი, გ. ანწუხელიძის ქუჩა N1

თელავი, დ. აღმაშენებლის ქუჩა N76

დამატებითი ინფორმაციისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.