უფასო სარეაბილიტაციო მომსახურება დამოკიდებულების მქონე პირებისათვის

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებებზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემების მოზარდებსა და ახალგაზრდებს სთავაზობს უფასო სარეაბილიტაციო მომსახურებას.

სარეაბილიტაციო კურსი ითვალისწინებს ხანმოკლე და გრძელვადიან ინტერვენციულ პროგრამებს 13-25 წლის მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის.

სარეაბილიტაციო პროგრამის ხანმოკლე ინტერვენციას, რომლის ხანგრძლივობაც განსაზღვრულია 10 საათით არაუმეტეს 2 თვის ფარგლებში, მართავს მულტიგუნდი, რომელიც შედგება ფსიქოლოგის, ადიქტოლოგის/ექიმი ნარკოლოგის, სოციალური მუშაკისა და საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრისაგან. აღნიშნული ინტერვენცია ასევე მოიცავს მშობლის/ოჯახის წევრის/მეურვის კონსულტირება-სწავლებასაც, რაც მიმართულია მოზარდის დამოკიდებული ქცევის ჩანაცვლების ხელშესაწყობად და რეაბილიტაციის პროცესში მისი მხარდამჭერი წრის დახმარების უნარების გაძლიერებისაკენ.

გრძელვადიანი, ჰოლისტური ინტერვენცია ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემების მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის გულისხმობს არაუმეტეს 4 თვიან სარეაბილიტაციო კურსს, ჯამში არაუმეტეს 20 საათის ხანგრძლივობით იმავე შემადგენლობის მულტიგუნდით და მხარდამჭერი წრის უნარების გაძლიერებით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე:

2 301053 –  ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი

111 – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცხელი ხაზი