Covid 19 და მარიხუანა – რა პრობლემები ექმნებათ ინფიცირებულ მწეველებს

კო­ვი­დინ­ფექ­ცია ადა­მი­ანებს არ არჩევს,  ის ნე­ბის­მი­ერს შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეს. მისი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ხში­რად ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი სა­ხელ­დე­ბა, რო­ლებ­საც კო­ვიდ­ვირუ­სი ამ­წვა­ვებს.  რა და­ა­ვა­დე­ბებს ამ­წვა­ვებს, რა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და სა­ერ­თოდ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მისი მოხ­მა­რე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა,

“ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის” ნარ­კო­ლო­გი­უ­რი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ნარკოლოგი ნინო გონ­გლი­აშ­ვი­ლი გვესაუბრება ამ თემებზე.

რო­გორც აშშ-ს ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი აცხა­დებს, – კო­რო­ნა­ვირუ­სი შე­საძ­ლოა, გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ფორ­მით თამ­ბა­ქოს და მა­რი­ხუ­ა­ნის მომ­ხმა­რებ­ლებ­ში გა­მოვ­ლინ­დეს. იმის გამო, რომ ის და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე იწ­ვის, მწე­ვე­ლი და­უწ­ვავ ნა­წი­ლა­კებ­საც შე­ი­სუნ­თქავს, რომ­ლე­ბიც ალერ­გი­ის მსგავ­სად, ფილ­ტვებს აღი­ზი­ა­ნებს. ამან შე­საძ­ლოა, მშრა­ლი ხვე­ლა გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი სიმპტო­მია. ასეთ დროს და­ა­ვა­დე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია.

კვლე­ვის: Canadian Centre on Substance Use and Addiction – 2020 მი­ხედ­ვით – კა­ნა­ფის კვამ­ლი ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­იც­ვას, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ფილ­ტვებ­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს. რე­გუ­ლა­რულ­მა მო­წე­ვამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ხვე­ლა, ხი­ხი­ნი და შე­ამ­ცი­როს ფილ­ტვის ექ­სკურ­სი. კა­ნა­ფის ხან­გრძლი­ვად მო­წე­ვას ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტის გა­მოწ­ვე­ვაც შე­უძ­ლია, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დათ­რგუნ­ვა, რაც ადა­მი­ანს ინ­ფექ­ცი­ი­სად­მი უფრო და­უც­ველს ხდის.

ვე­ი­პინ­გის­თვის სა­ჭი­რო კა­ნა­ფის პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ლე­გა­ლურ ბა­ზარ­ზე იშო­ვე­ბა, ფილ­ტვის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა თა­ვი­დან უნდა იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი.

ამას­თან, მა­რი­ხუ­ა­ნა გუ­ლის­ცე­მის გახ­ში­რე­ბას იწ­ვევს. გუ­ლის კუნ­თის ჟანგბა­დით მო­მა­რა­გე­ბის შემ­ცი­რე­ბის გამო მა­ტუ­ლობს სტე­ნო­კარ­დი­უ­ლი შე­ტე­ვევ­ბის სიხ­ში­რე. ხში­რად მომ­ხმა­რებ­ლებ­ში კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია, ტა­ხი­კარ­დია, ბრა­დი­ა­რით­მია ვლინ­დე­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი კი ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა – გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბა, ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტი, აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, მიდ­რე­კი­ლე­ბა იმ­პულ­სუ­რო­ბის­კენ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნორ­მე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის­კენ სე­რი­ო­ზულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს, რად­გა­ნაც კვლე­ვე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ასე­თი ბავ­შვე­ბი მო­მა­ვალ­ში ხში­რად ამა თუ იმ ფსი­ქო­აქ­ტი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე ხდე­ბი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ჩე­ნი­ლი და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა უკვე პრობ­ლე­მას აღ­რმა­ვებს და რთუ­ლად გა­და­სა­ლა­ხი ბა­რი­ე­რი ჩნდე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბას, მო­თხოვ­ნი­ლე­ბებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შო­რის. მო­ზარ­დი გა­რე­მოს ვერ ერ­გე­ბა და ცხოვ­რე­ბის საზ­რი­სის არ მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი თავ­შე­სა­ფარს წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ან რა­ი­მე სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ეძე­ბენ.

დღე­ის­თვის ახა­ლა­გაზ­რდე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად მო­იხ­მა­რენ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ფსი­ქო­დე­ლი­რი­უ­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას – კა­ნა­ბისს.

– კა­ნა­ბი­სი კრე­ბი­თი ცნე­ბაა, რო­მე­ლიც მცე­ნა­რე კა­ნა­ფი­დან წარ­მო­ე­ბულ რამ­დე­ნი­მე ფსი­ქო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას აერ­თი­ა­ნებს, რო­გო­რი­ცაა მა­რი­ხუ­ა­ნა, ჰა­ში­ში, ჰა­ში­შის ზეთი…

მა­რი­ხუ­ა­ნის მავ­ნედ მოხ­მა­რე­ბას ახლგაზ­რდა, მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში იწყებს. ძი­რი­თა­დად ეწე­ვი­ან ჯგუ­ფუ­რად, თა­ვი­დან კვი­რა­ში 1-2-ჯერ. სა­შუ­ა­ლოდ 1-2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბა ე.წ. ჯგუ­ფუ­რი ფსი­ქი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­დე­საც მო­წე­ვის სურ­ვი­ლი ჩნდე­ბა მხო­ლოდ ჩვე­ულ წრე­ში მოხ­ვედ­რი­სას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, 6-8 თვე­ში მო­წე­ვა ყო­ველ­დღი­ურ ხა­სი­ათს იღებს, რაც ფსი­ქი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბად ყა­ლიბ­დე­ბა, ანუ ინ­დი­ვი­დი მაქ­სი­მა­ლურ ფსი­ქი­კურ კომ­ფორ­ტს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ა­ში აღ­წევს…

მოხმარების შეწყვეტისას აღი­ნიშ­ნე­ბა ას­თე­ნია, მო­დუ­ნე­ბა, ძი­ლი­ა­ნო­ბა, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა და აფექ­ტუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ქრე­ბა ში­შის და ძი­ლის ფა­ზე­ბი, აღ­ქმის დარ­ღვე­ვა ძვე­ლე­ბუ­რად მკვეთრ ხა­სი­ათს აღარ ატა­რებს. შორსწა­სულ შემ­თხვე­ვებ­ში, ტო­ნუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ნარ­კო­ტიკს დღის მან­ძილ­ზე მრა­ვალ­ჯე­რა­დად მი­მარ­თა­ვენ. ხში­რად ეწე­ვი­ან მარ­ტო, ამ­ხა­ნა­გე­ბის­გან მა­ლუ­ლად. მას შემ­დეგ, რაც მა­რი­ხუ­ა­ნა მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ თვი­სე­ბებს იძენს, ინ­ტოქ­სი­კა­ცია არა­მარ­ტო ფსი­ქი­კუ­რი, ფი­ზი­კუ­რი კომ­ფორ­ტის ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბაც ხდე­ბა. ბოლო წლე­ბის გა­მოკ­ვლე­ვებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ კა­ნა­ბი­სის მოხ­მარ­ბის შე­წყვე­ტა ფი­ზი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სინ­დრო­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას იწ­ვევს.

კა­ნა­ბი­სის მა­ღა­ლი დო­ზე­ბის ხან­გრძლი­ვი მოხ­მა­რე­ბი­სას ყა­ლიბ­დე­ბა ე.წ. „ამო­ტი­ვა­ცი­უ­რი სინ­დრო­მი“. მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყვე­ლაფ­რის მი­მართ გულ­გრი­ლია. ინ­ტე­რესს მხო­ლოდ მა­რი­ხუ­ა­ნას შოვ­ნი­სად­მი იჩენს. არის აპა­თი­უ­რი, არაპ­რო­დუქ­ტი­უ­ლი, პა­სი­უ­რი. არ სურს და არ ძა­ლუძს სწავ­ლა, მუ­შა­ო­ბა, ან რა­ი­მე ქმდე­ბა, რაც ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. ქვე­ით­დე­ბა გეგ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბის უნა­რი, ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია, მეხ­სი­ე­რე­ბა, გაძ­ნე­ლე­ბუ­ლია ჩვე­უ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

კა­ნა­ბი­სის ხან­გრძლი­ვი მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევს – ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის პროგ­რე­სულ დაქ­ვე­ი­თე­ბას, სო­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის და­კარ­გვას, ჭკუ­ა­სუს­ტო­ბას, ფსი­ქო­პა­ტი­ზა­ცი­ას, ინ­ტელ­ქტუ­ა­ლურ – მნეს­ტი­კუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას, მო­რა­ლურ დეგ­რა­და­ცი­ას და ქრო­ნი­კულ ფსი­ქო­ზებს…

– ბოლო 3 წე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ცი­ო­ნარ­ში საგ­რძნობ­ლად იმა­ტა პა­ცი­ენ­ტე­ბის (17-30 წლამ­დე) მო­მარ­თვი­ა­ნო­ბამ კა­ნა­ბი­ნო­ი­დე­ბის მოხ­მა­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ფსი­ქო­ზუ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბით (ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი, ბოდ­ვი­თი იდე­ე­ბი, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის აშ­ლი­ლო­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მა­ნი­ა­კა­ლუ­რი ან დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, აბ­ნე­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, აა­რა­დექ­ვა­ტუ­რი ემო­ცი­ე­ბი და სხვ.).

დიდი დრო და ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას – დე­ტოქ­სი­კა­ცია, ან­ტიფ­სი­ქო­ზუ­რი თე­რა­პია და ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. პირ­ველ რიგ­ში სირ­თუ­ლე გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ ეს პა­ცი­ენ­ტე­ბი არ აკ­რი­ტი­კე­ბენ სა­კუ­თარ მდგო­მა­რე­ო­ბას, მა­რი­ხუ­ა­ნას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბად არ მი­იჩ­ნე­ვენ, არ თვლი­ან, რომ მათი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია ამ ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბით და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ სტა­ცი­ო­ნა­რი­დან გა­წე­რი­სას ექი­მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბას, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის გავ­ლას, რაც რე­ცი­დი­ვის სა­წინ­და­რია.

რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, კა­ნა­ბი­სი იწ­ვევს ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბის (ში­ზოფ­რე­ნია, ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და სხვ.) მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ას. ამ დროს გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია თან­და­ყო­ლი­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა. ასე­თი ტი­პის პა­ცი­ენ­ტებს, ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თობ­ლი­ვად მარ­თავს ფსი­ქი­ატ­რი და ნარ­კო­ლო­გი.

***

კა­ნა­ბი­ნო­ი­დე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­ში, სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია: მოხ­მა­რე­ბუ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, მოხ­მა­რე­ბის სიხ­ში­რი­ზე და ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე.

მა­რი­ხუ­ა­ნას ქრო­ნი­კულ მომ­ხმა­რებ­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია სა­სუნ­თქი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ხში­რია ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტე­ბი, ხვე­ლა, ნახ­ვე­ლის გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი გა­მო­ყო­ფით; მძი­მე, ხმა­უ­რი­ა­ნი სუნ­თქვა. მა­რი­ხუ­ა­ნის რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას აღ­წე­რი­ლია ქრო­ნი­კუ­ლი სი­ნუ­სი­ტე­ბის, ფა­რინ­გი­ტე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

მა­რი­ხუ­ა­ნა ტოკ­სი­კუ­რად მოქ­მე­დებს ღვიძლზე. ხში­რად ვლინ­დე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი ტოკ­სი­კუ­რი ჰე­პა­ტი­ტი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა, გან­ვი­თარ­დეს ღვიძ­ლის ცი­რო­ზი.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ტჰკ-ს ქრო­ნი­კულ მომ­ხმა­რებ­ლებ­ში იწ­ვევს სპერ­მის პრო­დუქ­ცი­ის შემ­ცი­რე­ბას. მა­მა­კა­ცებ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნე­ბა სა­თეს­ლე ჯირ­კვლე­ბი­სა და პროს­ტა­ტის ზო­მის შემ­ცი­რე­ბა, ქა­ლებ­ში ოვუ­ლა­ცი­ის ბლო­კი­რე­ბა. რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის დარ­ღვე­ვე­ბი მა­მა­კა­ცებ­ში ვლინ­დე­ბა ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბით, იმ­პო­ტენ­ცი­ით, უნა­ყო­ფო­ბით, ქა­ლებ­ში კი ამე­ნო­რე­ით. თუმ­ცა ეს ცვლი­ლე­ბე­ბი შექ­ცე­ვა­დია მა­რი­ხუ­ა­ნის მავ­ნედ მოხ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტი­სას.

– ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მა­რი­ხუ­ა­ნას მავ­ნედ მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევს ნა­ყო­ფის ჰი­პოქ­სი­ას, აფერ­ხებს მის ზრდას. ამან შე­იძ­ლე­ბა შემ­დგომ­ში გა­მო­იწ­ვი­ოს ბავ­შვის ქცე­ვის დარ­ღვე­ვა და გო­ნებ­რი­ვი შრო­მის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბა.

მა­რი­ხუ­ა­ნის მძი­მე მომ­ხმა­რებ­ლებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი.

– ზო­გა­დად, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრე­ვენ­ცია, გა­ნათ­ლე­ბა და მო­ზარ­დე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, მათი მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის და გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. მხო­ლოდ ამის შემ­დგომ, მან თვი­თონ უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა: რა არის მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი – ჯან­მრთე­ლო­ბა, პერ­სპექ­ტი­ვე­ბი თუ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ავად­მყო­ფო­ბა.

ამ პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრა­ში, ფხი­ზე­ლი ცხოვ­რე­ბის სწავ­ლა­ში, მო­მა­ვა­ლი პო­ზი­ტი­უ­რი გეგ­მე­ბის და­სახ­ვა­ში, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს და­ეხ­მა­რე­ბი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი (ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი სე­ან­სე­ბი) ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრებ­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად არ არის რე­ზი­დენ­ტუ­ლი (24-სა­ა­თი­ა­ნი) რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრე­ბი.

ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პი­რებს, შე­ეძ­ლი­ათ მოგ­ვმარ­თოთ შპს „ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრს“, სა­დაც კვა­ლი­ფი­ცი­ურ დახ­მა­რე­ბას გა­გი­წე­ვენ გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი.

წყარო: https://www.ambebi.ge/article/253161-covid-19-da-marixuana-ra-problemebi-ekmnebat-inp/?fbclid=IwAR3YbLwa9fyQSFUSEM4SigUsQzPI2MIBrrEqdAEfW303seHKrRKuXF5JJu0