- მაისი 24, 2023
- ავტორი: Admin
- Category: სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
გლობალური ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე UNITE საპარლამენტო ქსელის ორგანიზებით თბილისში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) პირველი რეგიონალური შეხვედრა გაიმართა.
UNITE არის არაკომერციული, არაპარტიული გლობალური ქსელი, რომელიც აერთიანებს 300 მოქმედ და ყოფილ დეპუტატს ეროვნული, სახელმწიფო და რეგიონალური პარლამენტებიდან, კონგრესებიდან და სენატებიდან, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუწყონ გლობალურ ჯანდაცვის სისტემის ეფექტური და მდგრადი პოლიტიკის გაუმჯობესებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მისაღწევად.
შეხვედრების ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის 10 პარლამენტარი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი, დარგის ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავდნენ გლობალური ჯანდაცვის მნიშვნელოვან საკითხებს და წარმატებული გამოცდილების მაგალითებს.
სტუმრები ასევე გაეცნენ საქართველოს აივ/შიდსის C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებებს. ამ მიზნით ისინი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ესტუმრნენ, სადაც რეგიონალური შეხვედრის დელეგატები უფრო ახლოს გაეცნენ საქართველოს ჩანაცვლებითი თერაპიისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებებს.