ლია ნატრიაშვილის ბავშვთა ფსიქიატრიის პრაქტიკული კურსი

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი გთავაზობთ კლინიკური ფსიქოლოგიის პრაქტიკული კურსს, ფსიქიატრი-ფსიქოთერაპევტის ლია ნატრიაშვილის ხელმძღვანელობით.
სტაჟირება განხორციელდება ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქიატრიული ამბულატორული განყოფილების ბაზაზე ბავშვთა და მოზრდილთა მიმართულებით, კურსის ფარგლებში შეისწავლით:

1. ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს.
2. სხვადასხვა ფსიქიატრიულ ნოზოლოგიებს.
3. დაესწრებით ბავშვთა ამბულატორულ დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებს.
4. საინტერესო სამედიცინო შენთხვევების განხილვას.
5. შეისწავლით ფსიქიკური სტატუსის დადგენის თავისებურებას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დასადგენად დოკუმენტაციის წარმოებას.
6. პათოფსიქოლოგიური გამოკვლების ჩატარების ტექნიკას.
7. გაიმართება ნოზოლოგიების პრეზენტაცია (რეფერატის წარდგენა), გაეცნობით უახლეს სამეცნიერო მასალას.

კურსის ღირებულება შეადგენს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს.
კურსის გავლის შემდგომ გაიცემა სამუშაო პრაქტიკის გავლის შესახებ სერთიფიკატი
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის დაინტერესებული პირების კოორდინაციას უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ხათუნა ბაბუნაშვილი xatunababunashvili7@gmail.com საკონტაქტო ტელეფონი 599896532 სამუშაო საათები ორშაბათი- პარასკევი 09.30 დან 16.00-ის ჩათვლით.