ფსიქოთერაპევტ მეგი გოგოხიას კლინიკური ფსიქოლოგიის პრაქტიკული კურსი

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის, სამაგისტრო და საბაკალავრო სწავლების სტუდენტებისთვის იწყებს კლინიკური ფსიქოლოგიის პრაქტიკული კურსს, ფსიქოლოგი ფსიქოთერაპევტის მარინე გოგოხიას ხელმძღვანელობით

პრაქტიკული სწავლების კურსი ჩატარდება ფსიქიატრიული მიმართულების სტაციონარის ბაზაზე. კურსი მოიცავს 30 აკადემიურ (სამუშაო) საათს.

მსმენელებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ბენეფიციართა (პაციენტთა) პათოფსიქოლოგიური დიაგნოსტირება, რომელიც დაფუძნებულია კვლევის, როგორც ტრადიციულ, ასევე უახლეს კლინიკურ-ფსიქოლოგიურ (ფსიქომეტრულ და ფსიქოპროექციულ) მეთოდებზე. პათოფსიქოლოგიური დიაგნოსტირების მიზანს წარმოადგენს დიფერენციალური დიაგნოზის ფორმულირება ნოზოლოგიების მიხედვით:

1. ფსიქიკური დაავადების ფონზე განვითარებული ფსიქოპათოლოგიური ცვლილებების განსაზღვრა ნოზოლოგიების მიხედვით.
2. გონებრივი შეზღუდულობის (ოლიგოფრენიის) დონეების განსაზღვრა ( IQ კოეფიციენტი).
3. დემენციის თვისობრიობისა (ორგანულული – პროცესუალური) და ხარისხის განსაზღვრა.
4. ფსიქოტიპის განსაზღვრა.
5. ინტელექტის დონის განსაზღვრა (IQ).

კურსის ღირებულება  350 (ორას ორმოცდაათი) ლარი.
დაინტერესებული პირების კოორდინაციას უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ხათუნა ბაბუნაშვილი khatuna.babunashvili@mhpa საკონტაქტო ტელეფონი 599896532

სამუშაო საათები ორშაბათი- პარასკევი 09.30 – 16.00