ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

2018 წლის 26 ივნისს, სათემო ორგანიზაციების – „ახალი ვექტორი“ და „ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელი – ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“ ორგანიზებით, მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, მთავარი ლოზუნგით:

ჯანსაღ ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს!

მინი ფეხბურთის ტურნირის ფარგლებში, გუნდები ჩამოყალიბდა სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისგან და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისგან, მათ შორის იყვნენ სტუდენტები და ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაცია. ღონისძიებაში მონაწილეობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიც.
საზოგადოებრივი ღონისძიება ასევე შეუერთდა საერთაშორისო კამპანიას: „მზრუნველობა დასჯის ნაცვლად“ (Support, Don’t Punish), რომელიც აღინიშნება „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.