ფსიქოთერაპევტ მეგი გოგოხიას კლინიკური ფსიქოლოგიის პრაქტიკული კურსი

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი  ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის, სამაგისტრო და საბაკალავრო სწავლების სტუდენტებიათვის გთავაზობთ კლინიკური ფსიქოლოგიის პრაქტიკული კურსს, ფსიქოლოგი ფსიქოთერაპევტის მარინე გოგოხიას ხელმძღვანელობით

პრაქტიკული სწავლების კურსი ჩატარდება ფსიქიატრიული მიმართულების სტაციონარის ბაზაზე. კურსი მოიცავს 30 აკადემიურ (სამუშაო) საათს. სადაც მსმენელებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ბენეფიციართა (პაციენტთა) პათოფსიქოლოგიური დიაგნოსტირება, რომელიც დაფუძნებულია კვლევის როგორც ტრადიციულ ასევე უახლეს კლინიკურ-ფსიქოლოგიურ (ფსიქომეტრულ და ფსიქოპროექციულ) მეთოდებზე. პათოფსიქოლოგიური დიაგნოსტირების მიზანს წარმოადგენს დიფერენციალური დიაგნოზის ფორმულირება ნოზოლოგიების მიხედვით:

1. ფსიქიკური დაავადების ფონზე განვითარებული ფსიქოპათოლოგიური ცვლილებების განსაზღვრა ნოზოლოგიების მიხედვით.
2. გონებრივი შეზღუდულობის (ოლიგოფრენიის) დონეების განსაზღვრა ( IQ კოეფიციენტი).
3. დემენციის თვისობრიობისა (ორგანულული – პროცესუალური) და ხარისხის განსაზღვრა.
4. ფსიქოტიპის განსაზღვრა.
5. ინტელექტის დონის განსაზღვრა (IQ).

კურსის ღირებულება შეადგენს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს.
დაინტერესებული პირების კოორდინაციას უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ხათუნა ბაბუნაშვილი khatuna.babunashvili@mhpa საკონტაქტო ტელეფონი 599896532 სამუშაო საათები ორშაბათი- პარასკევი 09.30 – 16.00