„უსაფრთხო სისხლი“ – უფასო ტესტირების კამპანია

შიდსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მთავარ პრობლემად რჩება COVID 19-ის პანდემიის პირობებშიც კი, პანდემია პანდემიის ქვეშ, ასეც აფასებენ ჯანდაცვის სპეციალისტები ამ ორ პანდემიას , რომელიც გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანზე მთელ მსოფლიოში.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, 2020 წლის მნიშვნელოვანი გლობალური მიზნები აივ ინფექციასთან ბრძოლის კუთხით არ არის მიღწეული.

დაყოფა, უთანასწორობა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფა გლობალური ჯანმრთელობის კრიზისს იწვევს. დღეს კი COVID-19 ამძაფრებს უთანასწორობას და იწვევს სერვისების შეფერხებას, რაც უფრო ართულებს  აივ ინფიცირებული მრავალი ადამიანის ცხოვრებას.

UNAIDS-მა დღეს გამოსცა მკვეთრი გაფრთხილება, რომ თუ ლიდერები ვერ გაუმკლავდებიან უთანასწორობას, მომდევნო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში შეიძლება 7,7 მილიონი ადამიანი  შიდსით გარდაიცვალოს.  თუ შიდსის აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსფორმაციული ზომები არ გატარდება, მსოფლიო ასევე დარჩება COVID-19 კრიზისის ხაფანგში და სახიფათოდ მოუმზადებელი დარჩება მომავალი პანდემიებისთვის.

UNAIDS-ის აღმასრულებელი დირექტორი ვინი ბიანიმას განცხადებაში ვკითხულობთ:. „შიდსის პანდემიის წინააღმდეგ პროგრესი, რომელიც უკვე გზაზე იყო, ახლა დიდი რისკის ქვეშაა, რადგან COVID-19 კრიზისი კვლავ მძვინვარებს, არღვევს აივ-ის პრევენციისა და მკურნალობის სერვისებს,   პრევენციის პროგრამებს და სხვა. ჩვენ არ შეგვიძლია  არჩევანის გაკეთება შიდსის პანდემიის დღეს დასრულებასა და ხვალინდელი პანდემიისთვის მომზადებას შორის. ერთადერთი წარმატებული მიდგომა ორივეს ერთდროულ რეჟიმში დაძლევაა.“

2021 წლის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის თემაა „დავასრულოთ უთანასწორობა,  დავასრულოთ შიდსი“. რითაც ჯანმო და გაეროს შიდსის ფონდი  ხაზს უსვამენ მზარდ უთანასწორობას აივ  სერვისების ხელმისაწვდომობაში.  „ჯერ კიდევ შესაძლებელია ეპიდემიის დასრულება 2030 წლისთვის“, – თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ გზავნილში. ”მაგრამ ეს მოითხოვს გაძლიერებულ მოქმედებას და უფრო დიდ სოლიდარობას. შიდსის დასამარცხებლად და ხვალინდელი პანდემიების წინააღმდეგ გამძლეობის გასამყარებლად, ჩვენ გვჭირდება კოლექტიური მოქმედება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი უერთდება მსოფლიო კამპანიას და განურჩევლად ყველას  ცენტრის ლაბორატორიაში  უფასო ტესტირებას სთავაზობს აქციის ფარგლებში  „უსაფრთხო სისხლი“, მსურველებს ჩაუტარდებათ ტესტი აივ ინფექციაზე, A და  B ჰეპატიტებზე და ტრეპონემა პალიდუმზე (Syphilis)

ჩვენი კამპანიის მიზანია კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და დავაფიქროთ საზოგადოება სისხლის ინფექციების რეალურ საფრთხეებზე, მოვუწოდოთ უსაფრთხოებისა და თავდაცვისკენ, აივ ინფექციის, პანდემიის დამარცხება მხოლოდ საზოგადოების სრული მობილიზაციის და სახელმწიფოს სტრატეგიული მხარდაჭერის პირობებშია შესაძლებელი.