- სექტემბერი 1, 2020
- ავტორი: Admin
- Category: პუბლიკაციები

აშშ-ს სუბსტანციების მავნედ მოხმარების და ჯანმრთელობის სერვისების სააგენტო მარიხუანას მოხმრების რისკებთან დაკავშირებით მორიგ გამაფრთხილებელ შეტყობინებას და სტატისტიკას ავრცელებს
“მარიხუანას მოხმარება ძლიერ დარტყმას აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მარიხუანა ყველაზე უფრო გავრცელებული ნარკოტიკია აშშ-ში და მისი მოხმარება დღითიდღე იზრდება. მარიხუანას მოიხმარენ ყველა ასაკის და ორივე სქესის ადამინაები. ამავე დროს, მოსახლეობამ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა არ იციან რა საშიშროებას წარმოადგენს მისი მოხმარება, განსაკუთრებით მცენარეში ნარკოტიკის შემცველობის გაზრდის პირობებში. დაახლოებით 10-დან 1 ადამიანი, ვინც მარიხუანას მოიხმარს ხდება დამოკიდებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მარიხუანას მოხმარებას 18 წლამდე მოზარდი იწყებს, დამოკიდებულების მაჩვენებელი 6-მდე იზრდება.”
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი არაერთგზის აქვეყნებს სტატისტიკას და მონაცემები მარიხუანას მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანებების სხვადასხვა ასპექტების შესახებ, დაწყებული ინტელექტის დაქვეითებიდან დამთავრებული სიკვდილიანობით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მოზარდს, მშობელს, სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგებს, ახალგაზრდების ცნობიერებამდე დაყვანილ იქნას ის უბედურება, რომელიც მარიხუანას მოხმარებას თან სდევს. #არგასინჯოთ! – ესაა ერთადერთი და სწორი მიდგომა ყველა სახის ადიქციის გამომწვევი საშუალებების მიმართ.
წყარო: https://www.samhsa.gov/marijuana “Know the risk of Marijuana“