- ოქტომბერი 28, 2020
- ავტორი: Admin
- Category: სიახლეები
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, პროფესორ ნინო ოკრიბელაშვილთან ერთად, ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 7 საათზე, ცენტრის ფეისბუქგვერდზე ონლაინ ჩართვით შემოგთავაზებთ კვირის აქტუალურ თემებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ჭრილში. დროული რჩევები, საჭირო რეკომენდაციები, პასუხი ყველა თქვენს კითხვაზე. პირველი ჩართვის თემა, რაღა თქმა უნდა, მზარდი პანდემია და მისგან გამოწვეული სტრესია, რუბრიკის სტუმარი, კოლეგა ფსიქიატრი დავით ზურაბაშვილი, თვითიზოლაციიდან ჩაერთვება და პირად გამოცდილებას პროფესიული ხედვით გაგვიზიარებს.
მოგვწერეთ თქვენი კითხვები ეთერამდე, ჩართვის დროს და შემდეგაც, ჩვენ ყველა თქვენს კითხვას გულდასმით ვუპასუხებთ, ასევე გაგვიზიარეთ, თქვენი მოსაზრება შემდეგი კვირის თემასა და სტუმრების შესახებ. ასევე შეგიძლიათ ონლაინჩატის მეშვეობით დაგვიკავშირდეთ პორტალზე www.addiction.ge