ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკის ახალი სიცოცხლე

ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისში, კლინიკის ბაზაზე კონფერენცია-სემინარი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ორივე დაწესებულების წამყვანი სპეციალისტები იღებდნენ.

კონფერენციაზე შეკრებილმა სფეროს წარმომადგენლებმა თემში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებასა და უკვე მიღწეულ შედეგებზე ისუბრეს. ღონისძიება ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა კილაძემ გახსნა და ისაუბრა გაერთიანების მთავარ მიზანზე, პერსპექტივასა და გეგმებზე.

„ ერთ-ერთი სიკეთე,  რაც გაერთიანებამ გამოიწვია, ეს არის საბიუჯეტო ცვლილება,რადგან  ორივე დაწესებულება გახლდათ სახელმწიფო შპს და  მართვის სისტემების  ადმინისტრირება-გაერთიანება ბიუჯეტზე დადებითად  აისახა. მიზანი არის ნათელი, რომ საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის  მიმღებ  ადამიანს ჰქონდეს ერთიდაიგივე ხარისხის მომსახურება. ჩვენ გვინდა მაღალ სტანდარტზე ვიყოთ ორიენტირებული, როგორც კადრების უწყვეტი განათლების სიტემის დანერგვით, ასევე – ხარისხის კონტროლისა და საინფორმაციო სისტემის გამართვის კუთხით,“ – განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთლობისა და ნარკომანიის პრევენცული ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა კილაძემ.

საანგარიშო მოხსენებით, კლინიკის გავლილ გზაზე, შედეგებსა და მოლოდინებზე  მსმენელის წინაშე ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკის ფსიქიატრი მერი გუმბერიძე წარსდგა.

კონფერენციის მეორე ნაწილი ლექცია-სემინარის ფორმატში წარიმართა, აქტუალურ თემაზე: „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები-წარსული და მომავალი“.

ფსიქიკური ჯანმრთელობის  სერვისებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის  უახლეს მეთოდებზე, პანდემიის პერიოდში პაციენტთა მართვაზე ისაუბრეს დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიმართულების ხელმძღვანელებმა.  სემინარის ფარგლებში ადგილობრივი ექიმების კითხვებს პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი დავით ზურაბაშვილი პასუხობდნენ.

რეგიონული კონფერენცია-სემინარები ცენტრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და წლის განმავლობაში სხვა რეგიონებშიც გაიმართება.