ზღვარი ალკოჰოლის კულტურულ მოხმარებასა და დამოკიდებულებას შორის

ალკოჰოლიზმი ყველა ეპოქაში, ყოველ დროს ითვლებოდა საზოგადოების მძიმე სენად, რომელთან ბრძოლაც სხვადასხვა ერებს,  განსხვავებულად ესმოდათ, ალკოჰოლთან დამოკიდებულებაც ყოველთვის იყო განსხვავებული სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან.  საქართველოში სასმელის კულტურა, რომელიც ქვეყნის ღვინის ძირძველ ტრადიციებს უკავშირდება, ხშირად საზოგადოების მხრიდან ბოროტად და „არაზომიერად“  გამოიყენება.  ბოლო დროს,  მსოფლიოში პანდემიის, კარანტინის და იზოლაციის პირობებში ალკოჰოლიზმის ახალი ტალღა დაიძრა, რაც ცალსახად ცხოვრების ახალ წესს უკავშირდება, ეს საფრთხე ქართულ საზოგადოებასაც ემუქრება, რადგან ჩვენი ხალხი არასოდეს იყო გულგრილი, თავისუფალ დროს ალკოჰოლის მიმართ.  ბევრი მოქალაქე კარანტინს  აღიქვამს  არა როგორც უსაფრთხოების ზომას, არამედ როგორც ხანგძლივ შვებულებას, ეს კი   პრობლემებს იწვევს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების მხრივ. ზომიერების დაცვა ამ დროს ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა, ჩემს ბლოგში მინდა შევეხო ალკოჰოლიზმის ამოცნობის გზებს, ზღვარს მოხმარებასა და ალკოჰოლდამოკიდებულებას შორის და მკურნალობის გზებს და აქვე მოგიწოდოთ, იზოლაციის დღეები თრობაში კი არ გაატაროთ, არამედ თვითგანვითარებასა და ახალი ძალებისმობილიზებას დაუთმოთ.

ალკოჰოლიზმი – ქრონიკული პროგრედიენტული დაავადებაა, რომელიც განისაზღრება ალკოჰოლური სასმელების მიმართ პათოლოგიური ლტოლვით ,ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულებით ,რის შედეგადაც ვითარდება ორგანიზმის დისფუნქციური მდგომარეობა ,ხოლო სასმელების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში მყარი სომატო -ნევროლოგიური დარღვევები და ფსიქიკური დეგრადაცია. ალკოჰოლი იწვევს მრავალი სახის მეტაალკოჰოლურ აშლილობებს ,მათ შორის ფსიქოზებს .

რა დროს უნდა  ვისაუბროთ ალკოჰოლის მავნედ მოხმარებაზე? მაშინ, როდესაც  არსებობს შემდეგი სიმპტომების ერთობლიობა:

1)ლტოლვა

2)კონტოლის დაკარგვა -(არ ძალუძს დალევის შეწყვეტა)

3)ფიზიკური დამოკიდებულება (აღკვეთის კლინიკური სიმტომები – გულისრევა, ოფლიანობა , კანკალი , შფოთვა)

4)ტოლერანტობა -სურვილი უფრო დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელების მიღებისა,  კონკრეტული თრობის ეფექტის მისაღებად.

არსებობს ალკოჰოლური თრობის სამი ძირითადი ხარისხი :

  • მსუბუქი ხარისხის თრობა-აწეული გუნება-განწყობა ,მრავალსიტყვიანობა ,ასოციაციების აჩქარება ,ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება ,ნატიფი მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა ,მისტაგმი ,ჰიპერემია, პულსის და სუნთქვის გახშირება ,ჰიპერსალივაცია .
  • საშუალო ხარისსხის თრობა -აზროვნების პროცესების შენელება , არაპროდუქტიულობა, პერსევერატიული და დიზართრიული მეტყველება , ასოციაციების შენელება და გაღარიბება , ტრივიალური მსჯელობა, ბრუტალობა, გარემოში ორიენტაციის დარღვევა, არაკოორდინირებული მეტყველება , ბარბაცით სიარული , ტკივილის და ტემპერატული მგრძნობელობის დაქვეითება ,სახის სიფერმკთალე ან სიანოზური შეფერილობა, იშვითად გულისრევა , ღებინება .
  • მძიმე ხარისის თრობა – ცნობიერების დაბინდვა, კონტაქტის გაძნელება , ტკივილზე რეაქციის გაქრობა, გუგების შევიწროვება და სინათლეზე რეაქციის შესუსტება, ტაქიკარდია, ,ოფლიანობა ,ზოგჯერ უნებლიე შარდვა .

 

როგორ მოქმედებს ალკოჰოლის ხანგრძლივი და დიდი დოზით მოხმარება ორგანიზმზე?

ალკოჰოლის ხანგრძლივმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში და შეუთავსებელი გართულებები, ტოქსიურად მოქმედებს თავის თავის ტვინზე(ნათხემზე),  გულზე, ღვიძლზე, პანკრეასზე და ასე შემდეგ. ხანგრძლივ ალკოჰოლიზაციას შეუძლია ასევე შეასუსტოს იმუნური სისტემა .

როგორ განვასხვავოთ ალკოჰოლდამოკიდებულება ჩვეულებრივი მოხმარებისგან?

ალკოჰოლიზმის სიმპტომები და ნიშნებია:

რეკურენტული ინტოქსიკაცია, ოფლიანობა, ტაქიკარდია, ამნეზიური ეპიზოდები,  გუნება-განწყობის მერყეობა , ძილის დარღვევები,  დეპრესია, შფოთვა, ინსომნია, ქრონიკული დაღლილობა,  დიდი გულყრები, ჰალუცინაციები, მეხსიერების დარღვევა, სქესობრივი დისფუნქცია.

 

ალკოჰოლიზმის მკურნალობის გზები და მეთოდები

ალკოჰოლური აღკვეთის სიმდრომის დროს დეტოქსიკაციის ჩასატარებლად, ჩვეულებრივ, უპირატესობა ენიჭება ჰოსპიტალიზაციას (ან 24საათიან მეთვალყურეობის რაიმე ფორმას).

პაციენტის მდგომარეობის შეფასება საუსრველია მოახდინოს პირველადი რგოლის პრაქტიკოსმა წამალმოხმარების მკურნალობის გარკვეული გამოცდილებით  და განისაზღვროს არის თუ არა პაციენტი ამჟამად ინტოქსიკაციის მდგომარეობაში, აღკვეთის ხარისხი, სიმძიმე, მოიძიოს ინფორმაცია წინა აღკვეთების შესახებ, გამოირიცხოს თანდართული ფსიქიატრიული, თერაპიული ან ქირურგიული პათოლოგიების არსებობა, ვინადან აღნიშნული თანმხლები პათოლოგიები საჭიროებენ სპეციფიურ ჩარევას.

ალკოჰოლური აღკვეთის სიმპტომატიკის სიმძიმის შესაფასებლად გამოიყენება კითხვარი, ობზერვაციის და ინტერვიუირების შედეგები ფასდება ქულებით (მაქსიმალური ქულა 67), თუ მიღებული შედეგების შედეგად ქულების რაოდენობა 8-10-ზე ნაკლებია, ეს მიანიშნებს, რომ პაციენტი არ საჭიროებს მედიკამენტოზურ  თერაპიას და საკმარისია მხარდამჭერი არაფარმაკოლოგირი მონიტორინგი  ყოველ 4-8საათში 24საათის განმავლობაში.  8-15ქულის დროს მედიკამენტების მიცემა ამცირებს რისკს, ხოლო 15-ზე მაღალი ქულის შემთხვევაში მედიკამენტების გარეშე დატოვება ზრდის რისკს, რომ აღკვვეთის სინდრომი მნიშვნელოვნად გართულდეს .

სტაციონარული მკურალობის ერთ-ერთი ფორმაა დეტოქსი , რაც ნიშნავს მედიკამენტოზური და ინფუზიური მკურალობის 7დღიან სტაციონარში დაყოვნებას,  თუმცა,  უნდა აღინიშნოს , რომ მიუხედავად იმის, რომ დეტოქსიკაცია უწყობს ხელს ზოგადი მდგომარეოის სტაბილიზაციას, ეს არ არის საკმარისი  რემისიის მისაღწევად, რადგან პაციენტი ვერ  სწავლობს აუცილებელ და   მნიშველოვან უნარებს,   როგორ  ამოიცნოს და მართოს სიტუაციუები ,რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის ძლიერი მოხმარება, როგორ თქვას უარი ალკოჰოლზე სოციალურ სიტუაციებში, როგორ გაუმკლავდეს სტრესს სასმელის გარეშე.

ეს უნარები კი  სწორი და მტკიცებულებებზე დაფუძებული მკურნალობის შედეგად ისწავლება და მხოლოდ ამის შემდეგ  შესაძლოა მივაღწიოთ რემისიას და ხანგრძლივად შევინარჩუნოთ მიღწეული მდგომარეობა.

ამ მიმართულებით დღეს მედიცინა გვთავაზობს მკურნალობის შემდეგ მეთოდებს, რაც ჩვენს ცენტრში დღეისათვის მაღალი წარმატებით ხორციელდება:

  1. კოგნიტურ – ქცევითი თერაპია, მისი მიზანია შეცვალოს სააზროვნი პროცესები,  რომელიც ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას იწვევს, დაეხმაროს პაციენტს  ყოველდღიური სიტუაციების მოსაგვარებელი საჭირო უნარების გამომუშავებაში, .ასევე შეიძლება შეთავაზებული იქნას პაციენტებისთვის ქსელური შემეცნებითი და ქცევითი ტრენინგი, რომლის მიზანიც იქნება ალკოჰოლის მოხმარების შემცირება.
  2. მოტივაციური გამაძლიერებელი თერაპია, რომელიც ეხმარება პაციენტს გამოავლინოს მკურნალობის დადებითი მხარეები, ჩამოაყალიბოს გეგმა ალკოჰოლური სასმელებისგან დამოუკიდებლად ქცევის აღდგენის, ნდობის აღდგენის და საჭირო უნარების განვითარებაზე.
  3. საგანგებო სიტუაციების მართვის მიდგომები, ეს მეთოდი გამოიყენება პოზიტიური ქცევის გასაძლიერებლად .
  4. 12 საფეხურიანი თეორია -ეს არის ჩართულობის სტრატეგია, რომელიც გამოიყენება საკონსულტაციო სესიებში,  12 ნაბიჯზე დაფუძნებული ურთიერთდახმარების ჯგუფებში პაციენტის აქტიური ჩართულობის გაზრდის მიზნით.

ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ჩართულობა მკურნალობის პროცესში, კვლევებით დადგინდა, რომ ოჯახის წევრების ჩართულობით მიმდინარე მკურნალობა ახანგრძლივებს მიღწეული რემისიებს.

გისურვებთ ჯანსაღ, ფხიზელ და ნაყოფიერ დღეებს!